მხატვრული ლიტერატურის კომპლექტი

მხატვრული ლიტერატურის კომპლექტი (4 წიგნი)

61.00

აღწერა

1. ლილი კინგი - ,,მწერლები და საყვარლები’’ დედის უეცარი სიკვდილით შეძრული და ბოლოდროინდელი სასიყვარულო ურთიერთობების გამო არეული ქეისი 1997 წლის ზაფხულში ჩადის მასაჩუსეტსში ყოველგვარი გეგმის გარეშე. სწორედ აქედან იწყება ქეისის თავბრუდამხვევი ისტორია, მოთხრობილი უჩვეულო იუმორითა და საოცარი პერსონაჟებით. კინგი გვიხატავს სასოწარკვეთამდე მისული ახალგაზრდა მწერალი ქალის სურათს, რომელიც გარშემო დატრიალებული ქაოსის მიუხედავად, შინაგან მოწოდებასა და ინსტინქტს ენდობა, რათა საკუთარი თავი არ დაკარგოს. 2. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - ,,უკანასკნელი მაგნატის სიყვარული’’ „უკანასკნელი მაგნატის სიყვარული“ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ბოლო ნამუშევარია. რომანი ავტორის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში გამოიცა. ახალგაზრდა პროდიუსერი, მონრო სტარი, 1930-იანი წლების ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც წარმატების მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა, თუნდაც ეს წესების დარღვევას გულისხმობდეს. სიყვარულისა და წარმატებისთვის ბრძოლა გაჭირვებულ სამყაროში ხშირად დრამატულად ვითარდება, სადაც უმთავრესი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა გახდეს. 3. ჯულია ქუინი - ,,ჰერცოგი და მე ბრიჯერტონი’’ დაფნი ბრიჯერტონი, რომელიც შვიდ და-ძმასთან ერთად მეგობრულ და მხიარულ ოჯახშია გაზრდილი, ლონდონის ყველა ახალგაზრდა მამაკაცს ემეგობრება, თუმცა სასურველ ქალად მას ვერავინ აღიქვამს, რადგან ზედმეტად ლაღია საიმისოდ, რომ რომანტიკულ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა. განსხვავებული ხასიათი აქვს ჰასტინგსის ჰერცოგს, საიმონ ბასეტს, რომელიც უცხოეთიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნებულა. ის ქორწინებასაც გაურბის და საზოგადოებასაც. თუმცა საუკეთესო მეგობრის დასთან შეხვედრამ შესაძლოა მას სრულიად განსხვავებული სცენარი შესთავაზოს. ,,ჰერცოგი და მე’’ ჯულია ქუინის ცნობილი სერიის, ბრიჯერტონის, პირველი წიგნია. რვა წიგნისგან შემდგარი რომანტიკული ისტორიული საგა, რომელიც მე-19 საუკუნის ლონდონის არისტოკრატიის ახალგაზრდების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ახლა უკვე ნეტფლიქსის პოპულარული სერიალი „ბრიჯერტონია“. 4. ჯორჯ ორუელი - ,,პარიზისა და ლონდონის ფსკერზე’’ ,,პარიზისა და ლონდონის ფსკერზე’’ ჯორჯ ორუელის პირველი ვრცელი ნაწარმოებია. 1933 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტური პროზის ეს შესანიშნავი ნიმუში მოგვითხრობს ორი ბრწყინვალე ქალაქის, პარიზისა და ლონდონის, ნაკლებად ბრწყინვალე შრეზე – მაწანწალების, ქუჩის ხალხისა და უფასო თავშესაფრების სამყაროზე. პირად გამოცდილებაზე დამყარებულ ამ მძაფრ ტექსტში ცხადად იკვეთება ჯორჯ ორუელისეული ხედვა სიღარიბისა და საზოგადოების შესახებ.

ასევე ნახეთ