იკითხე კლასიკა

იკითხე კლასიკა (5 წიგნი)

49.00

აღწერა

1. ანტონ ჩეხოვი: ,,ალუბლის ღამე’’ - ჩეხოვი წერდა: „დაე, სცენაზეც ყველაფერი ისეთივე უბრალო და, ამასთან, ისეთი რთული იყოს, როგორიც ცხოვრებაშია“. მისი პიესების მთავარი თემა პროვინციის ინტელიგენციის ბედია, იმ ადამიანების, რომლებიც ნათელ, სიხარულიან ცხოვრებაზე ოცნებობენ, მაგრამ აღარაფრის შეცვლა აღარ ძალუძთ. ანტონ ჩეხოვის პიესებში ვერ ნახავთ მძაფრ კონფლიქტებს, მკვლელობისა და თავდავიწყებული სიყვარულის სცენებს. კონფლიქტი გმირების მონოტონურ, მშვიდ ცხოვრებაშია ჩამალული. მათ ისეთივე საფიქრალი და პრობლემები აქვთ, როგორიც ჩვენ... 2. ჟიულ ვერნი: ,,საიდუმლო კუნძლი’’ - მე-19 საუკუნის 30-იანი წლები.ამერიკაში რევოლუცია მძვინვარებს.კონფედერატების ტყვე,ინჟინერი სმიტი, მეგობრებთან ერთად,დირიჟაბლით გაქცევას გადაწყვეტს,მაგრამ ძლიერი ქარი მათ საჰაერო ხომალდს გაიტაცებს და ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღოჩნდებიან.კუნძულს თვალუწვდნელი ოკეანე ერტყმის და ყოფილ ტყვეებს მისი გადალახვის იმედი მალე გადაეწურებათ.როგორ მოქმედებს ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში,როგორ შეიძლება განსაცდელს გაუმკლავდე,შენთვისვე მოულოდნელად გადარჩენის საოცარი უნარი გამოავლინო,უქონელი და სუსტი გამდიდრდე... 3. ივან ტურგენევი: ,,მამები და შვილები’’ - როგორ შეიძლება ინტელექტუალურმა კამათმა საქმე დუელამდე მიიყვანოს? ან კიდევ,კაცი, რომელიც ყოველივე "რომანტიკულს" ზიზღით უარყოფს, უეცრად წრფელმა გრძნობამ გაიტაცოს, მერე კი, ამ გრძნობით შეპყრობილი, გაერიდოს, ოღონდაც საყვარელი ქალის ტყვედ არ იქცეს? დამწყები ექიმი, მუდამ თავდაჯერებული ევგენი ბაზაროვი "ნიჰილიზმის" მიმდევარია, რომელმაც ფართოდ მოიცვა მეცხრამეტე საუკუნის რუსი საზოგადოება. მდაბიური წარმოშობის ინტელექტუალი ეძებს ადგილს ცხოვრებაში, მაგრამ პოლემიკაზე, სხვათა დამოძღვრაზე...შორს ვერ მიდის... 4. შტეფან ცვაიგი: ,,ვარსკვლავი ტყის თავზე’’ - ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი მწერალი და დრამატურგი შტეფან ცვაიგი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქმნიდა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც დიდი ხანია კლასიკად იქცა. შტეფან ცვაიგის მკითხველებისთვის ეს კრებული ნამდვილი აღმოჩენა იქნება, რადგან მასში, კარგად ნაცნობ და საყვარელ ნოველებთან ერთად, ის ნოველებიც შევიდა, რომლებსაც ქართულ ენაზე პირველად წაიკითხავენ. 5. შტეფან ცვაიგი: ,,მარია სტიუარტი’’ - ეს დრამა საფრანგეთისა და შოტლანდიის დედოფლის,ინგლისის სამეფო კარის უიღბლო მემკვიდრის,მარია სტიუარტის,ეშაფოტზე აყვანიდან სამ-ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა! შტეფან ცვაიგის ,,მარია სტიუარტი" ჩვეულებრივი რომანის ჩარჩოებში ვერ ეტევა.ეს არის ისტორიული სინამდვილისა და სისასტიკის გამომზეურება მთელი თავისი ტყუილ-მართლით,ჭორითა და სინამდვილით,ხალხის მეხსიერებაში მინავლებული თუ დალუქულ ზარდახშებში საგულდაგულოდ ჩამალული სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგებით სავსე წერილებით,სონეტებით...

ასევე ნახეთ