სერია ლურჯი ოკეანე

სერია ლიბერთინს (5 წიგნი)

55.00

აღწერა

1. ,,ახალ მიზანს ახალი ფორმულა სჭირდება’’ - უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სატატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი, - ასე ფიქორბს მარშალ გოლდსმითი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული ბიზნესმოაზროვნე. წიგნი ერთგვარი სახელმძღვანელოა, რომელშიც გოდლმისთი წარმატების თანმდევ ფუნდამუნტურ პრობლემებს განიხილავს. ის გამოჰყოფს ოც ძირითად ქცევასა და ჩვევას რაც ხელ უშლის წარმატებული ლიდერებს შემდგომი მიზნების მიღწევაში და გვთავაზობს ინტერპერსონალური განვითარების შვიდსაფეხურიან მეთოდს. 2. იფიქრე და გამდიდრდი - ეს წიგნი ფულის შოვნის საიდუმლოს გაგანდობთ, ვებრ რამეზე სხვანაირად დაგაფიქრებთ და მერე იქნებ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაშიც დაგეხმაროთ. ნაპოლეონ ჰილმა "იფიქრე და გამდიდრდი" თავისივე ცნობილი წიგნის - "წარმატების კანონის" მიხედვით შექმნა.მასში წარმატებული და მდიდარი ადამინების გამოცდილება, ნააზრევი თუ რეკომენდაციები საინტერესოდ და დახვეწილი სტილით არის გადმოცემული, ეს კი წიგნს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ეგებ ეს წიგნი მილიონ დოლარადაც გიღირდეთ. 3. ,,როგორ დავისვენოთ’’ - თუ დატვირთული რეჟიმი გაქვს, შესაძლოა სრული განტვირთვის იდეა არარეალურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ თუ არ სცდი, ამას ვერასოდეს გაიგებ - ეს იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე გგონია. რამდენიმე მარტივმა მეთოდმა და ტექნიკამ შესაძლოა შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წიგნში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული - ყველაფერი, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარება! 4. ,,როგორ ვიყოთ ბედნიერი’’ - როდესაც ბედნიერი ხარ ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდება რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარება, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატარო, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადო. 5. ,,DRIVE რა გვამოძრავებს სინამდვილეში? მოტივაციის საიდუმლო’’ - როგორ უნდა შეუქმნა მოტივაცია ადამიანებს სამსახურში,სკოლასა და სახლში?დაივიწყე ყველაფერი,რაც ამ თემაზე იცოდი.დენიელ ჰ.პინკი ყველა პარადიგმას არღვევს.წარსულს ჩაბარდა "დასჯა-წახალისების" მეთოდი.დღეს აქტუალურია მოტივაციის სამი ელემენტი: ავტონომია - სურვილი,მართო საკუთარი ცხოვრება; დაოსტატება - უნარი,გახდე უკეთესი შენს საქმიანობაში; მიზანი - სწრაფვა,იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანის შემადგენელი ნაწილი.

ასევე ნახეთ