იკითხე კლასიკა

იკითხე კლასიკა (5 წიგნი)

50.00

აღწერა

1. ონორე დე ბალზაკი: ,, შაგრენის ტყავი, მოთხრობები’’ - „შაგრენის ტყავის" იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც - დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას, რეალურსა და წარმოსახულს შორის. ამ წინააღმდეგობას რაფაელ დე ვალენტინი შაგრენის ტყავის თილისმით ებრძვის. შაგრენის თილისმამ რაფაელში გააღვიძა სატანა, რომელიც მზად არის, მთელ კაცობრიობაზე იძიოსს შური. რაფაელი სიღარიბემ, გამდიდრების დაუოკებელმა ჟინმა, ლამაზ ქალებსა და უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებამ მიიყვანა ეშმაკის საკურთხეველთან. 2. ერიხ მარია რემარკი: ,,ლისაბონის ღამე’’ - ევროპა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი ადამიანებს ართმევს უკანასკნელს – პატივსა და ღირსებას, აიძულებს, მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. ერიხ მარია რემარკის გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი გვიამბობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე, რომლებიც ცდილობენ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე, საკუთარი მრწამსი და იმედი, რომ ოდესმე ეს ჯოჯოხეთი უთუოდ დასრულდება. 3. ერიხ მარია რემარკი: ,,ტრიუმფალური თაღი’’ - ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის „ტრიუმფალური თაღის“ გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. 4. უოლტერ სკოტი: ,,აივენჰო’’ - ეს დაუვიწყარი ამბავი რიჩარდ ლომგულის ეპოქაში მოხდა, როცა ღირსეული რაინდები მათი გულთამპყრობელი ქალბატონების გამო საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ და სიყვარულისთვის წირავდნენ თავს. აი გამოჩნდა კეთილშობილი რაინდი აივენჰო! ახლა მთელი სამეფოს ბედი მის ხელშია - მეფე ლომგული ტყვეობიდან თუ ვერ დაიხსნა, ალბათ არც უნდა იოცნებოს მშვენიერი როვენას საპასუხო სიყვარულზე. ჯვაროსნული ლაშქრობიდან ახალდაბრუნებულ გმირს ისღა დარჩენია, შეებას მტერს, იბრძოლოს მემკვიდრეობისთვის და მოიგოს ლედი როვენას გული. 5. ო’ჰენრი: მოთხრობები

ასევე ნახეთ