სერია ლურჯი ოკეანე

სერია ლურჯი ოკეანე (5 წიგნი)

55.00

აღწერა

1. სეთ გოდინი: ,,ეს არის მარკეტინგი’’ - შესაძლოა ასეთ შანსს ელოდი: რაღაც მნიშვნელოვანი შესთავაზო ადამიანებს - ის, რაც აინტერესებთ და რაშიც მზად არიან, ფულიც გადაიხადონ, მერე კი ამაზე სხვებსაც ელაპარაკონ. გამორჩეული მაშინ შეგიძლია გახდე, თუკი მიაგნებ და გაუგებ ადამიანებს, რომლებზეც გავლენის მოხდენა გსურს. როცა მათ მოზიდვას მოახერხებ, ისინი სიხარულით მოსდებენ ქვეყანას ამბავს შენზე. ეს წიგნი დაგეხმარება შეცვალო დასასმელი კითხვები, დასანახი მოვლენები და, რაც მთავარია, საქმე, რომლის კეთებას შეიძლია. ეს საქმის უკეთ კეთებით უკეთესი საქმეების კეთების საუკეთესო საშუალებაა. შენი საქმე მნიშვნელოვანია. 2. ,,კამპანიები რომლებმაც შეძრა მსოფლიო’’ - ასიდან ერთ კამპანიას აქვს "დიდი იდეა". ეს წიგნი სწორედ იმ ერთ პროცენტზე მოგითხრობთ; წიგნი გვაწვდის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის ბიზნესის განვითარების ისტორიას ბოლო ოთხწლეულის ყველაზე დიდი კამპანიების მაგალითებზე. წიგნში აღწერილია პოლიტიკური, კორპორაციული და გასართობი კონკრეტული ცხრა კამპანია 70-იანი წლებიდან დღემდე. მოცემულია ამ სანიმუშო კამპანიების წარმმართველი ადამიანების, მსოფლიოს "კაშკაშა ვარსკვლავების" შეხედულებები, სტრატეგია და ტაქტიკა, ინტერვიუები. 3. ,,როგორ მოვიფიქროთ იდეა’’ - ანოტაციის გადაკითხვაში დროს ნუ დაკარგავ, პირდაპირ წიგნის კითხვა დაიწყე. წინ საკუთარი იდეების აღმოჩენა გელოდება. ამ წიგნიდან გაიგებ, როგორ მოიფიქრო შენი კრეატიული და ინოვაციური იდეები. 4. ,,საქმესთან გამკლავების ხელოვნება’’ - წიგნში "საქმესთან გამკლავების ხელოვნება" მსოფლიოში აღიარებული კონსულტანტი დევიდ ალენი გაგიზიარებთ სტრესისგან თავისუფალი მუშაობის მოწინავე მეთოდებს, რომლებიც მსოფლიოს მაშტაბით უკვე ასიათასობით ადამიანს გააცნო. ალენის ჩანაფიქრი მარტივია: ადამიანის ნაყოფიერება მისი მოდუნების უნარის პირდაპირპროპორციულია. ეფექტური ნაყოფიერების მიღწევა და შემოქმედებითი პოტენციალის გახსნა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც გონება დაწმენდილია, ფიქრები კი - მოწესრიგებული. 5. წარმატებული სტარტაპი - ერიკ რისი - ამერიკელი მწერალი, ბლოგერი, ავტორი ბესტსელერებისა: "წარმატებული სტარტაპი". არაერთი სტარტაპისა და დიდი კომპანიის დამფუძნებელი და მრჩეველი. სტარტაპი ბევრია თუმცა შედეგიანი - ცოტა. ერიკ რისის "წარმატებული სტარტაპი", განსაკუთრებულად წარმატებული კომპანიების შესაქმენლად, მუდმივი სიახლის მეთოდს გვთავაზობს. ბიზნესის კეთების ამ ინოვაციურმა მიდგომამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ასევე ნახეთ