სიესტას კომპლექტი

სიესტას კომპლექტი (4 წიგნი)

55.00

აღწერა

1. ნერმინ ბეზმენი: ,,კურტ სეიდი და შურა'' - ეს დრამატული დოკუმენტური რომანია, რომელშიც მწერლის ბაბუის, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის პირადი გვარდიის უფროსი ლეიტენანტის, წარმოშობით ყირიმელი თათრის, კურტ სეიდ ემინოვისა და კისლოვოდსკელი არისტოკრატი ქალბატონის, ალექსანდრა ვერჟენსკაიას საოცარი სიყვარულის ამბავი მეფის რუსეთის ნგრევისა და 20-იანი წლების სტამბოლის ისტორიის ფონზეა მოთხრობილი. 2. ნაჯიბ მაჰფუზი: ,,ჩვენი უბნის შვილები'' - ნაჯიბ მაჰფუზი ეგვიპტელი მწერალია. მან 1988 წელს ნობელის პრემია მიიღო. ის პირველი არაბია, ვინც ეს საპატიო ჯილდო დაიმსახურა. ქართველ მკითხველს, რომელიც არაბი მწერლის ამ შესანიშნავად თარგმნილ წიგნს აიღებს ხელში, წინ დიდი სამყაროს აღმოჩენა ელის. ეს სამყარო - ნაჯიბ მაჰფუზის ეგვიპტე - მთარგმნელმა მაია ანდრონიკაშვილმა ჩვენამდე უდანაკარგოდ, დედნისეული სიღრმითა და თრთოლვით მოიტანა. 3. სოროკინი ვლადიმირ: "რიგი" - ეს ვრცელი ირონიული მოთხრობა საბჭოთა ქრონოტოპოსიდან, პირველად საფრანგეთში გამოიცა. რიგი საბჭოეთში აღიქმებოდა, როგორც ერთგვარი გზა ბედნიერებისკენ, საყოველთაო წესრიგისკენ. ეს იყო ტესტი გამძლეობაზეც. საბჭოთა ადამიანები საათობით იდგნენ გრძელ ცოცხალ რიგში და ხშირად, არც კი იცოდნენ, რისთვის. 4. "ემიგრანტები" - ბუნინი ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც შეეხება დოვლატოვსა და ნაბოკოვს, მხოლოდ ამერიკელებმა იციან, რა დონეს უნდა მიაღწიოს მწერალმა, „ნიუ იორკერში“ რომ დაიბეჭდოს. ეს ჟურნალი კი ორივე მწერალს „სწყალობდა“.

ასევე ნახეთ