იკითხე კლასიკა

იკითხე კლასიკა (5 წიგნი)

50.00

აღწერა

1. ჰარიეტ ბიჩერ სტოუ: ,,ბიძია ტომის ქოხი'' - ბიძია ტომი შავკანიანი მონაა, როგორც უწოდებენ "ნიგერი",ანუ ზანგი - მონათმფლობელურ საზოგადოებაში სრულიად უუფლებო,პირუტყვთან გათანაბრებული არსება. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაინახონ მოსი ფაქიზი სული და მხურვალე მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე გული, რომელიც სასტიკად აღიაზიანებს მოძალადე უმრავლესობას.თუმცა სულ მალე, წიგნის გამოსვლიდან თხუთმეტიოდე წელიწადში,აღმოჩნდება,რომ ეს შეუბრალებელი,სასტიკი ხალხი სულაც არ ყოფილა "უმრავლსობა".უბრალოდ,კეთილ ადამიანებს სჭირდებოდათ გამოფხიზლება. 2. შტეფან ცვაიგი: ,,მოუთმენლობა გულისა'' - მოხდენილ ოფიცერსა და მომხლიბლავ ქალიშვილს ერთმანეთთან საბედისწერო შემთხვევა აკავშირებს.დრამატული გარემოება მათ კავშირს ეღობება,თუმცა,ამასთანავე,ხელშემწყობიც შეიძლება აღმოჩნდეს.რა არის თანაგრძნობა?შესაძლებელია,მან დამღუპველი როლიც კი შეასრულოს?შტეფან ცვაიგი ამბობს,რომ თანაგრძნობა ორგვარი არსებობს.ერთია სულმოკლე და სენტიმენტალური,რომელსაც სიკეთის ნაცვლად ვნება მოაქვს,მეორეა ჭეშმარიტი და ქმედებითი,რომელიც საქციელით,რეალური მხარდაჭერით გამოიხარება და არა - ზედაპირული გრძნობის გამოხატვით. 3. ემილ ზოლა: ,,ქალთა ბედნიერება'' - პროვინციელი ქალიშვილი ორ უმცროს ძმასთან ერთად,ბედის საძებნელად,უფრო სწორად,თავისა და ბიჭების გადასარჩენად,პარიზში ჩადის.ბიძის ოჯახში თავშესაფრის პოვნის იმედი უცრუვდება და ცხოვრებასთან დამოუკიდებლად შეჭიდება უწევს.დენიზ ბოდიუ დიდ უნივერსალურ მაღაზია "ქალთა ბედნიერებაში" იწყებს მუშაობას.ღარიბი,მაგრამ ღირსებით სავსე დენიზი უკიდურეს გაჭირვებას,ათასგვარ დაბრკოლებას,მოქიშპეკოლეგების ვერაგობას,ინტრიგებს,აბეზარი მამაკაცების ქედმაღლობას ებრძვის და მრავალჯერ დგება ზნეობრივი არჩევანის წინაშე. 4. ვლადიმერ ნაბოკოვი: ,,ლუჟინის დაცვა'' - არასასურველი რეალობისგან გაქცევის პირველი მცდელობა და პირველი „შეხვედრა“ უცნაურ ყუთთან - ჭადრაკის გაბზარულ დაფასთან... პირველი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა... მოსაწყენი, დუნე, სრულიად უინტერესო სასკოლო ცხოვრება - პატარა ლუჟინი საერთოდ არ ჰგავს თანაკლასელებს, პატარა ლუჟინს თანატოლები აბუჩად იგდებენ... ის ამაზე არ ლაპარაკობს. კითხვებზე მისი პასუხი არის... დუმილი. მაგრამ მის სიცოცხლეში კვლავ ჩნდება ჭადრაკი, უფრო სწორად, დეიდა, რომელიც ჭადრაკის თამაშს ასწავლის და... ალექსანდრ ლუჟინისთვის, რომელსაც უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, ჭადრაკი თავშესაფრად იქცევა. მაგრამ რამდენად საიმედოა ეს თავშესაფარი? ეს ბედისწერაა - დიდოსტატის სიმაღლეზე ასვლასთან ერთად თამაში ანადგურებს მის რეალურ სამყაროს. 5. ენ ვერონიკა: ,,ჰერბერტ უელსი'' - ცნობილი ინგლისელი ფანტასტის რომანი ,, ენ ვერონიკა" 1909 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილების მიზეზი იყო მთავარი გმირის ფემინისტური მიდრეკილებები და ასევე, ის, რომ ჰერბერტ უელსს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ფემინისტთან, ქალთა მოძრაობის სულისჩამდგმელ ემბერ რივსთან, რაც რომანის წერისას მწერლის შთაგონების წყარო გახდა.

ასევე ნახეთ