მეამბოხე; განსხვავებული

მეამბოხე; განსხვავებული (2 წიგნი)

33.00

აღწერა

1. ,,განსხვავებული'' - „გახსოვდეს, ერთი არჩევანიც საკმარისია, რომ სამუდამოდ გარდაიქმნა“. ახალგაზრდა მწერალი ვერონიკა როთი ლიტერატურულ ასპარეზზე თავისი პირველი წიგნით - „განსხვავებულით“ შეიჭრა. წიგნის დისტოპიურ სამყაროში გმირებთან ერთად მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მათთან ერთად გამოსცდით მუხანათურ ღალატს, სიუჟეტის მოულოდნელი განვითარება კი გაგაოცებთ, თან თავბრუდამხვევი სასიყვარულო ამბის მოწმენიც გახდებით. ბეატრის პრაირის დისტოპიურ ჩიკაგოში საზოგადოება ხუთ ტოლ ფრაქციად არის დაყოფილი, თითოეული მათგანი საკუთარი ფრაქციის მოძღვრებისა და დებულებების თანახმად ცხოვრობს: „გულწრფელობა“, „ასკეტობა“, „შეუპოვრობა“, „მეგობრულობა“ და „ერუდიცია“. ყოველ წელს დგება არჩევანის დღე, როცა 16 წლის ყველა მოზარდი საკუთარ ფრაქციას ირჩევს. ბეატრისი არჩევანის წინაშე დგება, რომელიც, მისივე ჩათვლით, ყველასთვის მოულოდნელი გამოდგება - ურთულესი ინიციაციის პროცესში სახელად ტრისს ირქმევს და ცდილობს გაარკვიოს, ვინ არიან მისი ნამდვილი მეგობრები და რა ადგილი უკავია მის ახალ ცხოვრებაში თითქოს სასტიკ, მაგრამ მომხიბვლელ ბიჭს. გარდა ამისა, ტრისს საიდუმლოც აქვს... ფრაქციებს შორის განხეთქილება სწრაფად ღრმავდება და ტრისი ხვდება, რომ თავისი საიდუმლოს წყალობით, შესაძლოა საყვარელი ადამიანები სიკვდილს გადაარჩინოს... ან თავად გაანადგუროს ისინი. 2. ,,მეამბოხე'' - „ერთმა არჩევანმა შეიძლება შეგცვალოს ან გაგანადგუროს, მაგრამ ყველა არჩევანს მოჰყვება შედეგი“. როცა ფრაქციები ქაოსითაა მოცული, როცა ტრის პრაირს მოსვენებას არ აძლევს კითხვები გლოვასა და მიტევებაზე, იდენტობასა და ერთგულებაზე, პოლიტიკასა და სიყვარულზე, მან უნდა სცადოს საყვარელი ადამიანებისა და საკუთარი თავის გადარჩენა. ინიციაციის დღე ტრისს თავის არჩეულ ფრაქციასთან ერთად უნდა ედღესასწაულა, მაგრამ ეს დღე ენით გამოუთქმელი საშინელებით დასრულდა. ომი იწყება, ფრაქციების იდეოლოგიებს შორის კონფლიქტი ღვივდება. ომის დროს კი ირჩევენ მხარეს, მჟღავნდება საიდუმლო, მიღებული გადაწყვეტილებები კი მტკიცე და შეუცვლელი ხდება. გაკეთებული არჩევანით გარდასახულმა, დარდითა და დანაშაულის გრძნობით სავსემ, ახალი აღმოჩენებითა და ცვალებადი ურთიერთობებით გარემოცულმა ტრისმა უნდა გაითავისოს თავისი განსხვავებულობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას გაუცნობიერებელი დანაკარგი მოჰყვება. „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერი ავტორის, ვერონიკა როთის დისტოპიური სერიის, „განსხვავებულის“ მეორე წიგნი - „მეამბოხე“ კიდევ ერთი მომაჯადოებელი ისტორიაა, სავსე მოულოდნელი ცვლილებებით, გულის ტკივილით, სასიყვარულო ურთიერთობითა და ადამიანის ბუნების საოცარი გამოვლინებით.

ასევე ნახეთ