პალიტრა კლასიკა

პალიტრა კლასიკა ( 3 წიგნი )

60.00

აღწერა

სერია, რომელიც მსოფლიო და ქართველ კლასიკოს მწერლებს აერთიანებს. კლასიკოსი ავტორები აქტუალურობას არცერთი თაობის მკითხველში არ კარგავს. სერია „პალიტრა კლასიკა“, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს, სწორედ ამითაა გამორჩეული. განსაკუთრებული და ფერადია წიგნების დიზაინიც. მკითხველთა უმრავლესობა სიამოვნებით ირჩევს საკუთარი ბიბლიოთეკისათვის ამ სერიის წიგნებს. წარმოგიდგენთ ,,პალიტრა კლასიკის’’ 3 წიგნს: 1. ერიხ მარია რემარკი: ,,შავი ობელისკი’': ერიხ მარია რემარკის რომანში ,,შავი ობელისკი'' პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, ახალგაზრდა პოეტი ლუდვიგი ომის შემდეგ საფლავის ქვების ფირმაში იწყებს მუშაობას. რომანი ეხმაურება მნიშვნელოვან ისტორიულ, პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ცვლილებებეს და ასევე მიანიშნებს იმ გარდაუვალ კატასტროფაზე, რომელიც ევროპაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დატრიალდა და მთელი მსოფლიო მოიცვა. 2. ᲐᲙᲐᲙᲘ ᲬᲔᲠᲔᲗᲔᲚᲘ - ᲞᲝᲔᲛᲔᲑᲘ: წიგნში შესულია აკაკი წერეთლის პოემები. 3. ᲘᲐᲙᲝᲑ ᲒᲝᲒᲔᲑᲐᲨᲕᲘᲚᲘ - ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲔᲑᲘ: წიგნში შესულია ბუნების კარი და მოთხრობები: "ასპინძის ომი", "ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", "იავნანამ რა ჰქმნა?!", "ცოტნე დადიანი", "ცხრა ძმანი ხერხეულიძენი", "სამასი თავდადებული გლეხი", "გლეხი ბოსტაშვილი", "საშინელი სასჯელი მოღალატისა", "სხივი წარსულისა".

ასევე ნახეთ