საკოლექციო გამოცემა

საკოლექციო გამოცემა (4 წიგნი)

52.00

აღწერა

1. ᲨᲐᲠᲚᲝᲢᲐ ᲑᲠᲝᲜᲢᲔ: ,,ᲯᲔᲘᲜ ᲔᲐᲠᲘ'' - უმწეო გოგონების თავშესაფარში გაზრდილი ობოლი ჯეინ ეირი მუშაობას ტორნფილდში იწყებს - ედვარდ როჩესტერის მამულში. ბატონი ხშირად როჩესტერის ხშირი მოგზაურობის გამო ჯეინი მის არისტოკრატ მოზარდზე ზრუნავს. ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება მოგზაურობიდან ბრუნდება და მათი რომანტიული ისტორია სწორედ აქ იწყება. 2. ᲤᲘᲝᲓᲝᲠ ᲓᲝᲡᲢᲝᲔᲕᲡᲙᲘ: ,,დᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲡᲯᲔᲚᲘ'' - რომანი პირველად 1866 წელს დაიბეჭდა და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოუპოვა ავტორს. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა. თვით ავტორი თავის რომანზე ამბობდა: „ადამიანი ბედნიერებისათვის არ იბადება, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს თავისი ბედნიერება...“ 3. ᲔᲠᲘᲮ ᲛᲐᲠᲘᲐ ᲠᲔᲛᲐᲠᲙᲘ: ,,ᲢᲠᲘᲣᲛᲤᲐᲚᲣᲠᲘ ᲗᲐᲦᲘ'' - ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის! – ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის "ტრიუმფალური თაღის" გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან, რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ. ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი, რომლისკენაც სწრაფვა, ამავდროულად, გადარჩენისთვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ...და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება. 4. ᲐᲠᲗᲣᲠ ᲙᲝᲜᲐᲜ ᲓᲝᲘᲚᲘ: ,,ᲨᲔᲠᲚᲝᲙ ᲰᲝᲚᲛᲡᲘ'' - ლამის მითურ გმირებად ქცეული დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი და ექიმი უოტსონი, XIX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული, დღესაც აცვიფრებენ მკითხველს. ინგლისელ მწერალს ართურ კონან დოილს ექიმ უოტსონის პროტოტიპადაც მიიჩნევდნენ და ნამდვილ შერლოკ ჰოლმსადაც. მწერალსა და მის უჩვეულო გმირებს იშვიათი ინტელექტი, უტყუარი ალღო და ფსიქოლოგიური ანალიზის ის განსაცვიფრებელი უნარი აერთიანებთ, რომელთა მკითხველამდე მიტანამ ართურ კონან დოილი მსოფლიო დეტექტივების კლასიკოსად აქცია.

ასევე ნახეთ