სერია ლიბერთინს

სერია ლიბერთინს (6 წიგნი)

50.00

აღწერა

სერია „ლიბერთინს“ - ესაა პალიტრა L-ის სერია თინეიჯერებისთვის, სადაც გაერთიანებულია თანამედროვე, პოპულარული უცხოური ლიტერატურა, რომელსაც გამომცემლობა თარგმნის ახალგაზრდა მკითხველთა დიდი მოთხოვნის საფუძველზე. 1. დაშნერი ჯეიმზ: ,,სიკვდილით განკურნება’’ - თომასმა იცის, რომ უკეთურის ნდობა არ შეიძლება. მათ ბიჭს მეხსიერება დაუკარგეს და ლაბირინთში გამოამწყვდიეს; მერე სასიკვდილოდ გაწირეს; უახლოეს მეგობრებს -კორდელებს - დააშორეს. ნუთუ სიკვდილით განკურნების შემდეგ ვინმე გადარჩება? თომასმა ბევრი რამ გაახსენა და ახლა უკანასკნელი გამოცდა უნდა ჩააბაროს. 2. სარა მაარსი: ,,ეკლებისა და ვარდების სამეფო’’ - ოდესღაც დიდებული ოჯახი, გაღატაკების შემდეგ, ციხე-დარბაზიდან პატარა კოტეჯში გადასახლდება. სამი დიდან ყველაზე უმცროსი, ცხრამეტი წლის ფერა იძულებულია, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, საშიშ ტყეში ინადიროს. ერთ დღეს ფერა ტყეში მგელს მოკლავს. იმავე საღამოს, მას შინ მხეცისმაგვარი არსება შურის საძიებლად მიადგება. მომაკვდინებელი მაგიით მოცულ მხარეს ფერა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებიდან იცნობს და მალე აღმოაჩენს, რომ მისი დამატყვევებელი ცხოველი კი არა, ტემლინია - საშიში, უკვდავი ფეა. 3. ვიქტორია ავეიარდი: ,,წითელი დედოფალი’’ - მერ ბაროუს სამყარო ორ ფერად არის გაყოფილი – წითლად და ვერცხლისფრად. წითელში სიდუხჭირე, იმედგაცრუება, შიმშილი და სასოწარკვეთაა, ვერცხლისფერში – კეთილდღეობა, ძალა და ძალაუფლება! წითელ სამყაროში გოგონა ოჯახის სარჩენად ქურდობს, სხვა არაფერი იცის! თუმცა ის იცის, რომ როგორც კი 18 წლისა შესრულდება, ჯარში გაიწვევენ, რათა ვერცხლისფრების სიმშვიდე დაიცვას. მაგრამ მოულოდნელად აკიაფდება იმედის ნაპერწკალი... მგონი, შორს არ არის ალისფერი განთიადი! მანამდე კი მერ ბაროუს საკუთარ სახელსა და წარსულზე უარის თქმა, საძულველი და სასტიკი ვერცხლისფრების საზოგადოებაში ტრიალი, პრინცი საქმროს ვერაგობა, არაერთი შეცდომა, ღალატი და ბრძოლა ელის! ამ ბრძოლაში კი სასწორზე არა მარტო მისი სიცოცხლეა შეგდებული. 4. ლორენ ოლივერი: ,,დელირიუმი’’ - კიდევ ოთხმოცდათხუთმეტი დღე და მერე უსაფრთხოდ ვიქნები.მინდა, ის მალე ჩავიტარო და განვიკურნო. ძნელია, იყო მომთმენი. ძნელია, არ გეშინოდეს, როცა ჯერ ისევ ავად ხარ. მე დელირია ჯერ არ შემხებია. თუმცა, მაინც ვღელავ. ძველად სიყვარული ხალხს აგიჟებდა. სიყვარული ყველა მომაკვდინებელ სენზე უარესია: გკლავს მაშინაც, როცა მას განიცდი და - მაშინაც, როდესაც ვერ გრძნობ. ამბობენ, რომ სიყვარულისგან განკურნება გაბედნიერებს და მისგან სამუდამოდ გიცავს. ამის ყოველთვის მჯეროდა და დღემდე ეჭვი არ შემპარვია. მაგრამ, ახლა ყველაფერი შეიცვალა. მირჩევნია, თუნდაც ერთი წამით სიყვარულით დავინფიცირდე, ვიდრე სიცოცხლის ბოლომდე ტყუილში ვიცხოვრო. 5. მეგი სტივოთერი: ,,ვის უხმობს ყორანი’’ - საუკუნეების შემდეგ მოზარდი გოგონა დილემის წინაშე დგას - როგორ მოიქცეს, როდესაც მისი შეყვარება ნებისმიერს სასიკვდილო საფრთხეს უქადის. ცხოვრებისეული გზების ძიება გოგონას ოთხ ბიჭს შეახვედრებს, რომელთანაც, წესით, არაფერი უნდა ჰქონდა საერთო. მაგრამ ხშირად ხდება, რომ ბედისწერა სულ სხვა სავალს გვიმზადებს, ვიდრე წარმოგვედგინა. 6. ბეკა ფიცპატრიკი: ,,არ ილაპარაკო’’ - ნორა გრეის ჯერ არავისთან გაუბამს რომანი... ის არასოდეს დაინტერესებულა თანაკლასელი ბიჭებით.. თუმცა ყველაფერი პაჩის გამოჩენასთან ერთად იცვლება, რომელიც თავისი ეშმაკური ღიმილითა და წყვდიადივით შავი თვალებით თითქოს ნორას სულში იცქირება. ნორამ, უკვე აღარ იცის ვის ენოდს. პაჩი ყოველთვის იქ არის, სადაცა ნორა და მის შესახებაც, თითქოს ყველაზე მეტი იცის. ნორას ვერ გადაუწყვეტია, მიიღოს მისი სიყვარული თუ გაიქცეს და დაიმალოს. აქ უკვდავები და დაცემულები ერკინებიან ერთმანეთს.

ასევე ნახეთ