სერია ლიბერთინს

სერია ლიბერთინს (6 წიგნი)

50.00

აღწერა

სერია „ლიბერთინს“ - ესაა პალიტრა L-ის სერია თინეიჯერებისთვის, სადაც გაერთიანებულია თანამედროვე, პოპულარული უცხოური ლიტერატურა, რომელსაც გამომცემლობა თარგმნის ახალგაზრდა მკითხველთა დიდი მოთხოვნის საფუძველზე. 1. სარა მაასი: ,,შუშის ტახტი’’ - ქვეყანაში, სადაც მაგია გამქრალია და რომელსაც, დამპყრობელი მეფის რკინის ხელი მართავს, სასახლეში იხმობენ ასასინს, ის იქ მიდის არა მეფის მოსაკლავად, არამედ თავისუფლების მოსაპოვებლად. თუ შეჯიბრებაში ოცდასამი დამნაშავის დამარცხებას შეძლებს, მეფის პირად მცველად დანიშნავენ, ოთხი წლის შემდეგ კი ამ სასტიკ გარემოსა და დაუნდობელ ადამიანებს სამუდამოდ მოშორდება. მას სელენა სარდოტიენი ჰქვოაი. ის ტახტის პრეტედენტია, სამეფო გვარდიის კაპიტანი - მისი საიმედო მცველი. შუშის სასახლეში კი ბოროტებაა ჩაბუდებული... 2. გეილ ფორმანი: ,,სად წავიდა’’ - „სად წავიდა“ გაგრძელებაა რომანისა „თუ დავრჩები“. ეს ამბავი 3 წლის წინ დაიწყო. სამი წელი გავიდა საშინელი ავარიიდან... სამი წელი მას შემდეგ, რაც მია ადამის ცხოვრებიდან გაქრა! ისინი ახლა სხვადასხვა მხარეს არიან: მია „ჯულიარდის“ ამომავალი ვარსკვლავია, ადამი კი ლოს-ანჯელესის ტაბლოიდების სამიზნე გამხდარა როკვარსკვლავის სტატუსისა და ცნობილი მეგობარი გოგონას წყალობით. ნიუ-იორკი. ბედნიერმა შემთხვევამ მია და ადამი კვლავ შეახვედრა ერთმანეთს! 3. ნედ ვიზინი: ,,ეს უცნაური ამბავი’’ - 16 წლის კრეგი ბრუკლინში ცხოვრობს და სკოლასა და ცხოვრებაში თავის დამკვიდრების ლამის პარანოიდულმა სურვილმა იმდენად დაამძიმა, რომ თვითმკვლელობის სურვილი უჩნდება, რასაც, საბოლოოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიჰყავს. სწორედ აქ პოულობს სულიერ სიმშვიდეს, აგნებს თვის ჭეშმარიტ მოწოდებას და ცხოვრების მეგობარსაც იძენს... 4. ჯენიფერ ლინ ბარნსი: ,,ბუნებრივები’’ - 17 წლის კეისის სხვათა აზრების წაკითხვის უნარი აქვს... თავად ამისთვის ყურადღება იქამდე არ მიუქცევია, სანამ კარზე FBI-მ არ მიუკაკუნა... ისინი იწყებენ მოზარდის ნიჭის გამოკვლევას, რათა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. კეისი ვერ აცნობიერებს საშიშროების მასშტაბებს, რომელიც ემუქრება... ბუნებრივები აჩაღებენ ბრძოლას მკვლელების წინააღმდეგ და გადარჩენის შანსი მხოლოდ ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულებისა და ნიჭის სწორად გამოყენების შემთხვევაში აქვთ, თუმცა კეისისთვის სასიკვდილო საფრთხე სწორედ იმისგან მოდის, ვისზეც არასოდეს იფიქრებდა... 5. გეილ ფორმანი: ,,მხოლოდ ერთი დღე’’ - ელისონ ჰილის ცხოვრება მისსავე ჩემოდანს ჰგავს – მოწესრიგებულს, დალაგებულსა და წინასწარ დაგეგმილს. შემდეგ კი, როდესაც უეცრად, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი სამკვირიანი ევროპული ტურის ბოლო დღეს უილემს გაიცნობს – თავისუფალ სულსა და მოხეტიალე მსახიობს, ყველაფერი თავდაყირა დგება. უილემი ელისონისგან სრულიად განსხვავდება. იგი გოგონას სთავაზობს, ყველა საქმე გვერდზე გადადოს და მასთან ერთად პარიზში გაემგზავროს. ელისონიც თანხმდება. ამ უჩვეულო გადაწყვეტილებას რისკიანი, რომანტიკული, თავისუფლებითა და ინტიმით დატვირთული დღე მოსდევს: 24 საათი, რომელიც ელისონის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის. 6. ალექსანდრა ბრაკენი: ,,მოგზაური’’ - ნიჭიერი მევიოლინე, 17 წლის ეტა სპენსერი ვერც წარმოიდგენდა, რომ, მუსიკალური ტალანტის გარდა, სხვა, გაცილებით უნიკალური, მისტიკური უნარის პატრონიც აღმოჩნდებოდა. იდუმალი და ყოვლისშემძლე პიროვნება - აირონვუდი - გოგონას 21-ე საუკუნის ნიუ-იორკიდან, გარკვეული მისიით, სრულიად სხვა ეპოქაში გადაისვრის. ეტას მხსნელად ახალგაზრდა და მამაცი კაპიტანი ევლინება. ეტა და ნიკოლასი სხვადასხვა საუკუნესა და ქვეყანაში მოგზაურობისას, საკაცობრიო კითხვაზე პასუხის ძიებასთან ერთად, საკუთარი ურთერთოების შეცნობასაც ცდილობენ...

ასევე ნახეთ