ᲚᲘᲢᲔᲠᲔ ᲘᲜᲕᲔᲜᲢᲔ

ᲚᲘᲢᲔᲠᲔ ᲘᲜᲕᲔᲜᲢᲔ (3 წიგნი)

45.00

აღწერა

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთგვარ რჩეულად შეიძლება შეფასდეს გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტი "ლიტერე ინვენტე" - ლიტერატურული აღმოჩენების ადგილი. წიგნი 1. მარიო ბენედეტი: ,,სულის მოთქმა მადლობა ცეცხლისთვის’’- „სულის მოთქმა“ შუახნის ქვრივი მამაკაცის ერთფეროვან, უსიხარულო ცხოვრებაში თითქმის დაუჯერებელი რამ ხდება მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული, რომელიც აქამდე განუცდელი აღმაფრენით ავსებს. მაგრამ რა არის ეს - ბედის საჩუქარი თუ ბედნიერების ხანმოკლე მოლანდება, ნამდვილი ცხოვრება თუ სულის მოთქმა?... მწერალი უდიდესი ოსტატობით გადმოსცემს ამბავს ერთი ცნობილი ოჯახისა, სადაც ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამი თაობაა წარმოდგენილი და სადაც დამანგრეველი ძალით დუღს სიყვარულიც, სიძულვილიც , შიშიც, გამბედაობაც, ღალატიც, ერთგულებაცა და სასოწარკვეთაც. წიგნი 2. უილიამ სტაირონი: ,,სოფის არჩევანი’’ - როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე, რომელიც აიძულეს ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის დამღით, ნიუ- იორკის ქუჩაში ორ საყვარელთან ერთად მომავალი? დაბოლოს როგორია ქალი, რომელის მუდამ ირჩევს ორიდან ერთს... როგორი იქნებოდით თქვენ მის ადგილას, რას აირჩევდით... წიგნი 3. ტომ ჰენქსი: ,,არაჩვეულებრივი ეგზემპლარი’’ -ტომ ჰენქსი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობია, მწერალიც არის და კიდევ... ძველებური საბეჭდი მანქანების კოლექციონერი. მის კოლექციაში თურმე ორასამდე ვინტაჟური აგრეგატია. სწორედ საბეჭდი მანქანაა ამ წიგნის ჩვიდმეტივე მოთხრობის ერთ- ერთი გმირი თითქოს მივიწყებული და უკვე უვარგისი არტეფაქტი, სინამდვილეში კი თხრობის მნიშვნელოვანი მონაწილე.

ასევე ნახეთ