ᲚᲘᲢᲔᲠᲔ ᲘᲜᲕᲔᲜᲢᲔ

ᲚᲘᲢᲔᲠᲔ ᲘᲜᲕᲔᲜᲢᲔ (3 წიგნი)

35.00

აღწერა

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთგვარ რჩეულად შეიძლება შეფასდეს გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტი "ლიტერე ინვენტე" - ლიტერატურული აღმოჩენების ადგილი. წიგნი 1. ერიხ მარია რემარკი: ,,აჩრდილები სამოთხეში’’ - ჟურნალისტი და მწერალი, მშვენიერი მსახიობი, გენიალური ქირურგი, წარმატებული ბიზნესი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა - ყველანი ამერიკულ სამოთხეში" მოხვდნენ, გამოქცეულნი ევროპიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს. ამ ერთი შეხედვით, კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი: თითოეულმა დაკარგა ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმე, დაკარგა სამშობლო. და მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში, აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში, ერთი იმედით... წიგნი 2. კაზუო იშიგური: ,,როცა ობლები ვიყავით’’ - მეოცე საუკუნის გარიჟრაჯზე შანხაიში დაბადებული ინგლისელი ბიჭუნა, ქრისტოფერ ბენქსი, 9 წლის ასაკში ობლდება. მისი მშობლები საეჭვო ვითარებაში უჩინარდებიან. ბიჭს საცხოვრებლად ინგლისში უსვებენ, სადაც იგი ცნობილი დეტექტივი ხდება. ოციოდე წლის შემდეგ ის უბრუნდება ჩინეთ-იაპონიის ომის ქარცეცხლში გახვეულ შანხაის, რათა მშობლების გაუჩინარების საიდუმლო ამოხსნას. ეთნიკური მრავალფეროვნებით განთქმული ჩინური ქალაქის ფერადოვნება და დანისლული ლონდონი; ერების დიდი შეჯახება და კატასტროფის მომლოდინე მსოფლიოს ხვედრზე დაფიქრებული. წიგნი 3. ჯუნოუ დიაზი: ,,ოსკარ უაოს ხანმოკლე და უცნაური ცხოვრება’’ - გაინტერესებთ, როგორია თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი გმირი? მაშინ გაიცანით ოსკარ უაო - კომპიუტერული თამაშების ფანი, გულკეთილი, ჩაკეტილი და ყველასგან გარიყული, ზრდასრულობის მიჯნაზე მყოფი მეტისმეტად ჭარბწონიანი დომენიკელი ემიგრანტი. ფენტეზის, კომიქსებითა და როლური თამაშებით გატაცებული ოსკარი პრაქტიკულად ოთხ კედელშია გამოკეტილი და ებრძვის უამრავ კომპლექსს, ოცნებობს დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის დაწერაზე და ეშინია, არწავიდეს ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ...

ასევე ნახეთ