სერია ლურჯი ოკეანე

სერია ლურჯი ოკეანე (6 წიგნი)

70.00

აღწერა

1. ლონდსტრომი მარტინ: ,,Buy ოლოგია’’ - ვიცით, რატომ ვყიდულობთ ამა თუ იმ ნივთს? რა ზემოქმედებს სინამდვილეში ჩვენს გადაწყვეტილებებზე? თვალში საცემი რეკლამები? თუ ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეცნობიერად,ანუ ისე ვიღებთ,რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ? წინამდებარე წიგნში მარტინ ლინდსტრომი წარმოგვიდგენს საოცარ აღმოჩენებს,რომლებიც სამწლიანი ინოვაციური კვლევის საფუძველზე გააკეთა.ამ კვლევის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ მრავალ წარმოდგენას იმის შესახებ,თუ რა გვიჩენს ინტერესს და რა გვაიძულებს ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვას. 2. სეთ გოდინი: ,,იისფერი ძროხა’’ - თანამედროვე ბაზარი უამრავი პროდუქტითა და სერვისით არის გადატვირთული. კონკურენციასთან გასამკლავებლად საჭიროა, თქვენი მარკეტინგული სტრატეგია იყოს მეტი, ვიდრე ტრადიციული P-ების მიდგომაა. წარმატების მისაღწევად აუცილებელია გახდეთ უფრო შესანიშნავი, საჭიროა იქცეთ „იისფერ ძროხად”. მარკეტინგის გურუდ აღიარებული, არაერთი ბესტსელერის ავტორი სეთ გოდინი განიხილავს სხვადასხვა შესანიშნავი კომპანიის მაგალითს და მათზე დაყრდნობით მკითხველს უჩვენებს, რას ნიშნავს შექმნა „იისფერი ძროხა” – პროდუქტი, სერვისი ან კომპანია, რომელიც განსხვავდება მოსაწყენი, არაფრით გამორჩეულიკონკურენტებისგან და ამის წყალობით იმსახურებს მომხმარებლისყურადღებასა და ბაზრის ლიდერობას. 3. სოფია ამორუზო: ,,როგორ გავხდე GIRLBOSS’’ - #GIRLBOSS სოფიას ავტობიოგრაფიაა, რომელშიც ავტორი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და უყვება, როგორ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან სწრაფად მაზარდი ბიზნესის დამაარსებლად და აღმასრულებელ დირექტორად. თუ ეშმაკს არ მიჰყიდი სულს, თითქმის შეუძლებელია, რომ წარმატებას მიაღწიო ისეთი რამის კეთებისას, რაც გძულს. ამიტომ ის საქმე უნდა იპოვო, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს. #GIRLBOSS-ი სწორედ ამის მტკიცებულებაა. 4. ,,Fuckup მარცხის ისტორიები’’ - 12 საუკეთესო ამბავი, წარუმატებლობის 24-პუნქტიანი ცნობილი მანიფესტი, რომელშიც მოცემულია - ანალიზი და მითითებები, როგორ უნდა მიუდგეთ წარუმატებლობას; კვლევის შედეგები მექსიკაში ყველაზე გავრცელებულ წარუმატებლობათა მიზეზების შესახებ. 5. მეისი ბოემი და ბობ მათა: ,,ლაყბობის გარეშე’’ - ბობ მათასა და მეისი ბოემის თხუთმეტწლიანი სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციის, მოტივაციისა და თანამშრომელთა ჩართულობის საკითხებზე ფილოსოფიად და ტექნიკურ ხერხებად ჩამოყალიბდა. თუ ხართ ხელმძღვანელი, მენეჯერი, გენერალური დირექტორი, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა თუ ადამიანური რესურსების სპეციალისტი, არაფორმალური ლიდერი ან სხვა პასუხისმგებელი პირი; თუ გსურთ, საერთო მიზნის მისაღწევად დარაზმოთ მთელი ორგანიზაცია; თუ გსურთ, ეფექტიანი, ორმხრივი კომუნიკაცია გქონდეთ ყველა თანამშრომელთან, წიგნი ლაყბობის გარეშე თქვენთვისაა. 6. ანა ბარნსი: ,,როგორ ვიყოთ თავდაჯერებული’’ - ალბათ შეგიმჩნევია, რომ გარკვეულ სიტუაციებში თვითრწმენას კარგავ, ზოგიერთ მეგობართან საუბარი კი თავდაჯერებულობით გავსებს. თავდაჯერებულობა მოვლენების სწორად მართვასა და ცხოვრების გაიოლებაში გვეხმარება, მაგრამ ყოველთვის როდი იცი, როგორ უნდა გახდე თავდაჯერებული და მოიპოვო თვითრწმენა... ეს წიგნი თავისი მარტივი რჩევებით სწორედ ამ ცოდნის შევსებასა და კითხვებზე პასუხების მიღებაში დაგეხმარება.

ასევე ნახეთ