იკითხე კლასიკა

იკითხე კლასიკა (5 წიგნი)

50.00

აღწერა

პალიტრა L-ის სერია ,,იკითხე კლასიკა’’ საუკეთესო შეთავაზებაა მათთვის ვისაც უყვარს კლასიკოსი მწერლები და სურს საკუთარი ბიბლიოთეკა, საყვარელი ავტორების განახლებული წიგნებით გაამდიდროს. სერიაში შესულია წიგნები, რომლებმაც დროისა და თაობების ცვლილებებს გაუძლეს, დარჩნენ მუდამ თანამედროვედ და რომელთა კითხვაც უბრალოდ ბედნიერებაა. 1. გი დე მოპასანი: ,,ლამაზი მეგობარი’’ - ზოგჯერ ეპოქის განსაკუთრებულობა განუსაზღვრავს ავტორს ნაწარმოების შექმნას, ხანაც პირიქით ნაწარმოები ქმნის ეპოქას. გი დე მოპასანის „ლამაზი მეგობარი“ ის ნაწარმოებია, რომლის განხილვაც ორივე კრიტერიუმით შეიძლება და ალბათ ამიტომაც უკავია მას მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში დამსახურებული ადგილი. რომანი აცოცხლებს მე-19 საუკუნის 70-იანი წლების პარიზს, სადაც მიზნის მისაღწევად ყველა და ყველაფერი იყიდება, მიზანი კი არასოდესაა ყოფითსა თუ მერკანტილურ მოცემულობაზე აღმატებული. 2. მარიო პიუზო: ,,ომერტა’’ - ეს ამბავი მრავალი წლის წინ  სიცილიაში დაიწყო. არავინ იცოდა, რატომ იშვილა რაიმონდე აპრილემ, უკანასკნელმა დიდმა ამერიკელმა დონმა, ასტორე ვაიოლა; დონ აპრილეს საქმიდან ჩამოშორება მისი მეტოქეებისთვის ბიზნესშესაძლებლობად მიიჩნევა, თუმცა ამას ეჭვის თვალით უყურებს კურტ სილკე, ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზებული დანაშაულის გამოძიებაზე. სილკემ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მაღალი რანგის წყაროებისგან ინფორმაციის მიღებასთვი, რომლებმაც ფედერალური დაცვის სანაცვლოდ დაარღვიეს ომერტა - სიცილიური დუმილის ფიცი. ,,ომერტა“ მარიო პიუზოს ბოლო რომანია, რომელიც 2000 წელს,  მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოიცა. 3. მერი შელი: ,,ფრანკენშტაინი’’ - ვიქტორ ფრანკეშტაინი მომავალი მეცნიერია და უმაღლესი დონის ადამიანის შექმნდა განუზრახავს - მეცნიერების საფუძველი ხომ რაღაც მნიშვნელოვანისა და არაჩვეულებრივის შექმნის სურვილია! მრავალი ექსპერიმენტის შედეგად,საბოლოოდ ფრანკენშტაინის ქმნილება ხორცს ისხამს- ის ცოცხლდება! მაგრამ არის ეს ქმნილება სწორედ, ის რასაც მეცნიერი ელოდება? ფრანკენშტაინი - ეს არის  წიგნი შემქმნელისა და ქმნილების დაპირისპირების,ადამიანის შესაძლებლობების უსაზღვროების, პასუხისმგებლობის, სიყვარულის, შიშისა და ძრწოლის შესახებ... ეს არის წიგნი, რომელმაც არაერთ მკითხველს გაუტეხა ძილი... მერი შელი "ფრანკენშტეინი ეს ყველაზე მეტი თეთრად გათენებული ღამის მიზეზია მსოფლიო ლიტერატურაში! 4. მარიო პიუზო: ,,სიცილიელი’’ - ეს წიგნი გიქმნით სრულ შთაბეჭდილებას იმისა, რომ რაზეც წერდა, პირადად ჰქონდა გამოცდილი. უფრო მეტიც – ისე საუბრობდა მომავალ სიუჟეტზე, როგორც საკუთარ თავგადასავალზე. არადა, ნამდვილი მაფიოზი არც ჰყავდა ნანახი და არაამერიკელ სიცილიელებსაც ძალიან ცოტას იცნობდა“. - კეროლ ჯინო (მარიო პიუზოს მეუღლე). 5. სტენდალი: ,,წითელი და შავი’’ - ერთი მხრივ, დიდებისა და აღიარების სურვილით შეპყრობილი და, მეორე მხრივ, რომანტიკული ჟულიენ სორელი თავდაუზოგავად მიისწრაფვის სოციალური აღმავლობისაკენ. უნიჭიერესი, საოცარი ნებისყოფითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული, ის ამ გზაზე წარმატებას წარმატებაზე აღწევს, თუმცა თანდათან ეფლობა ჭაობში. ჭაობს კი ეშაფოტი სჯობს, თავის დახრას-თავის მოკვეთა. რომანში მთელი სისრულითაა წარმოდგენილი რესტავრაციის პერიოდი საფრანგეთის არისტოკრატია, ბურჟუაზია, საუსლიერო პირები. აღწერილია კათოლიკური ეკლესიის ფარისეველ მსახურთა საქმიანობა.

ასევე ნახეთ