მოაზროვნე

სამაგიდო თამაში

35.00

აღწერა

სამაგიდო თამაშის სათამაშოდ საჭიროა 3 ან მეტი მოთამაშე, რომელთაგან 1 წამყვანია. თამაშის პრინციპი შემდეგია: წამყვანი იღებს ბარათების დასტას და ურევს მათ ისე, რომ ბარათზე გამოსახული შეკითხვები იყოს ქვედა მხარეს და არ გამოჩნდეს. ასევე, მოთამაშეების კოჭებს განათავსებს სათამაშო დაფის ნულოვან უჯრაზე (დასაწყისში). მოთამაშეები რიგრიგობით იღებენ ბარათებს და კითხულობენ მასზე გამოსახულ შეკითხვას. წამყვანი აუთვლის მოთამაშეს შეკითხვის წაკითხვიდან 10 წამს. ამ დროის განმავლობაში, მოთამაშემ შეკითხვას სწორი პასუხი უნდა გასცეს, რათა კოჭი 1 ნაბიჯით წინ გადაადგილოს. პასუხის სისწორეს ამოწმებს წამყვანი სპეციალურ ფურცელზე, რომელზეც სწორი პასუხებია აღნიშნული შეკითხვის ნუმერაციის მიხედვით ( ყველა ბარათს აწერია შეკითხვის ნომერი). თუკი მოთამაშე ვერ გასცემს შეკითხვას სწორ პასუხს , მისი კოჭი დაფის იმავე ადგილას რჩება. შემდეგ, ბარათს იღებს მეორე მოთამაშე და თამაშს აგრძელებს იმავე პრინციპით. საბოლოო ჯამში, იმარჯვებს ის, ვინც პირველი მიიყვანს თავის კოჭს ფინიშის უჯრამდე.