იკითხე კლასიკა

იკითხე კლასიკა (5 წიგნი)

55.00

აღწერა

პალიტრა L-ის სერია ,,იკითხე კლასიკა’’ საუკეთესო შეთავაზებაა მათთვის ვისაც უყვარს კლასიკოსი მწერლები და სურს საკუთარი ბიბლიოთეკა, საყვარელი ავტორების განახლებული წიგნებით გაამდიდროს. სერიაში შესულია წიგნები, რომლებმაც დროისა და თაობების ცვლილებებს გაუძლეს, დარჩნენ მუდამ თანამედროვედ და რომელთა კითხვაც უბრალოდ ბედნიერებაა. 1. რიუნოსკე აკუტაგავა - მოთხრობები: მწერალი ცდილობს შეიცნოს ადამიანის სულის უკიდეგანო სამყარო,იპოვოს პასუხები ჭეშმარიტების,მორალის,მარტოობის შესახებ ურთულეს კითხვებზე და ამ პროცესში დიდოსტატურად რთავს მკითხველს.ამ კრებულში შესული თითოეული მოთხრობა შედევრია,რომელიც მოგნუსხავთ... 2. მარკ ტვენი - ჰაკლბერი ფინი: ჰაკლბერი ფინი თავისუფლების მოყვარული ბიჭია, რომელიც გარბის სტუმართმოყვარე ქვრივის ოჯახიდან... გარბის იქ, სადაც არის თავისუფლება, გარბის იქ, სადაც არის ბევრი თავგადასავალი, იქ შეიძლება ხიფათი მოელოდეს, მაგრამ მას არ შეუძლია იცხოვროს მშვიდი, უდრტვინ ველი ცხოვრებით, რომლის წესებსაც სხვები ადგენენ. ჰაკლბერი ფინი ხომ ჩვეულებრივი „მაწანწალაა“, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მას სუფთა გული აქვს, რომელშიც ყველა ადამიანისათვის მოიძებნება ადგილი. 3. ფიოდორ დოსტოევსკი - მოთხრობები: "ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრეი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.პიროვნების გაორება,ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან,სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა გამოჩენის საოცარი უნარი,სიყვარულის ძალა,რომელიც ზოგჯერ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს - ეს თემები და პრობლემები რუსი კლასიკოსის ნაწარმოებებში მისთვის ჩვეული ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის მეშვეობითაა გადმოცემული. 4. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - დიდი გეტსbi: ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. ეს არის მამაკაცისა და ქალის დიდი ამბავი, უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა, ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... როგორ მთავრდება იმ კაცის სიყვარული, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი? „დიდი გეტსბი“ იმ რომანებს განეკუთვნება, მართლაც ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება, მაგრამ ბევრ საფიქრალსაც ტოვებს. 5. ტოლსტოი; დოსტოევსკი; ჩეხოვი - მოთხრობები: წიგნში შესულია რუსული ლიტერატურის ,,ოქროს ხანის" სამი თვალსაჩინო წარმომადგენლის, სამი ბუმბერაზის - ლევ ტოლსტოის, ფიოდორ დოსტოევსკისა და ანტონ ჩეხოვის თითო-თითო მოთხრობა: ,,კრეიცერის სონატა", ,,ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან'' და ,,სამი წელიწადი".

ასევე ნახეთ