იკითხე კლასიკა

იკითხე კლასიკა (5 წიგნი)

49.00

აღწერა

პალიტრა L-ის სერია ,,იკითხე კლასიკა’’ საუკეთესო შეთავაზებაა მათთვის ვისაც უყვარს კლასიკოსი მწერლები და სურს საკუთარი ბიბლიოთეკა, საყვარელი ავტორების განახლებული წიგნებით გაამდიდროს. სერიაში შესულია წიგნები, რომლებმაც დროისა და თაობების ცვლილებებს გაუძლეს, დარჩნენ მუდამ თანამედროვედ და რომელთა კითხვაც უბრალოდ ბედნიერებაა. 1. ოსტენდელი მეოცნებე: ერიკ-ემანუელ შმიტი - კრებულის „ოსტენდელი მეოცნებე“ მთავარი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს ყალბ ფინალს მიმართავს. ეს კი წრიულად განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს, პრინცთან რომანი შინაბერა ემა ვან ა.ის („ოსტენდელი მეოცნებე“) გამონაგონია თუ ძლიერი ქალის წარსული, სანამ თავად მწერალი არ მიიყვანს სიმართლემდე. 2. ჯეკ ლონდონი: წინაპართა ძახილი- ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანი „წინაპართა ძახილი; ავტორის ადრეული ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება. ლონდონმა წელიწადზე მეტი გაატარა იუკონის ტერიტორიაზე და შეაგროვა მასალები ამ წიგნისათვის. რომანი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად, ერთი თვის შემდეგ კი ის წიგნად გადაკეთდა. წიგნის მთავარი პერსონაჟი ძაღლია - ბეკი, რომელსაც ადამიანები, სხვა ძაღლები და ბუნებაც კი სასტიკად ეპყრობა. ნოველა მოგვითხრობს ბეკის ბრძოლას გადარჩენისათვის. 3. შტეფან ცვაიგი : ნოველები - შტეფან ცვაიგი მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრიელი მწერლია, რომლის ემოციურად და ფსიქოლოგიურად დატვირთული ნოველები გულგრილს არავის ტოვებს. ადამიანის განცდათა სიღრმე, მრავალმხრივობა თუ განსაკუთრებულობა ცვაიგივით, ალბათ, არავის ესმოდა. 4. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი : ნაზია ღამე - ფრენსის სკოტ და ზელდა ფიცჯერალდების სიყვარული შეშლილად აღიქვა იმდროინდელმა ბომონდმა. სწორედაც შეშლილი სიყვარულის,ღალატის,ანგარებისა და არაორდნიალური ცხოვრების სტილი დაედო საფუძვლად ამერიკელი მწერლის სკანდალურ ამ რომანს.მოქმედება ვითარდება გასული საუკუნის ოციან წლებში.ეს ის პერიოდია,როცა ამერიკა ჯაზის ეპოქას მოუცავს;როცა ამერიკელ ახალგაზრდათა ერთი ნაწილი ევროპაში ეძებს შვებას.ახალი,თავბრუდამხვევი ურთიერთობების ძიებაში კი მთავარს-ადამიანურ ღირებულებებს-ივიწყებენ.რომანში თითქმის შეუძლებელია,იპოვო... 5. რეი ბრედბერი: ბაბუაწვერას ღვინო; ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა,თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ. 1928 წ-ს ზაფხული დაგლას სპოლდინგისთვის სიცოცხლის მშვენიერებისა და წარმოავლობის შეცნობის ხანად იქცა.პატარა ქალაქის ცხოვრება,მისი კეთილი თუ უცნაური ბინადრები საინტერესო წარსულით-ბიჭისათვის ბავშვური განცდებისა და ემოციების წყაროა,რომელიც,შესაძლოა,დიდობაში აღარ განმეორდეს.დაგლასმა უკვე იცის,რომ სიცოცხლე მარადიული არ არის,რომ ერთ მშვენიერ დღესაც ბაბუა ვეღარ დააყენებს ბაბუაწვერას ღვინოს.

ასევე ნახეთ