ალუდა ქეთელაური და სტუმარ-მასპინძელი

ალუდა ქეთელაური და სტუმარ-მასპინძელი ( 2 წიგნი)

30.00

აღწერა

კრებულში გაერთიანებულია ვაჟა-ფშაველას 2 წიგნი: ,,ალუდა ქეთელაური’’ და ,,სტუმარ-მასპინძელი’’; ,,ალუდა ქეთელაური’’ - ვაჟა-ფშაველას პოემა „ალუდა ქეთელაური“ ვაჟკაცობისა და პიროვნული ღირსების ამბავს გვიამბობს. ალუდა ქეთელაურის სახელი მთელ ხევსურეთშია განთქმული, ბავშვმაც კი იცის მისი სიმამაცისა და სიქველის შესახებ. იგი არაერთხელ გამოსარჩლებია თავის თანასოფლელებს. ერთ-ერთი ორთაბრძოლისას იგი შეეტოქება ქისტ მუცალს, რომლის გაუტეხლობა და ვაჟკაცობაც, მტრობის მიუხედავად, ალუდას აღტაცებას. მთაში ვაჟკაცობის ფასი კი იციან, მაგრამ ტრადიციები უმთავრესია. ერთ-ერთი ტრადიციით კი, შეუძლებელია სხვა რჯულის მტერს ქრისტიანულად აუგო წესი. ალუდა მუცალის ღირსებას იცავს, სოფელი თავის წესს და ადათს. ვინ გაიმარჯვებს ამ ძნელ ბრძოლაში? ,,სტუმარ მასპინძელი’’ - ეს წიგნი საქართველოსა და მთელ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციის – სტუმარ-მასპინძლობის ამბავს გვიამბობს. ქისტი ჯოყოლა და ხევსური ზვიადაური ნადირობისას შეხვდებიან ერთმანეთს. ჯოყოლა ვერ იცნობს თავის ძმის მკვლელს, ქისტების რისხვას - ზვიადაურს, დაუმეგობრდება მას და შინ ღამის გასათევადაც მიიპატიჟებს. ეს ამბავი არ გამოეპარებათ ქისტებს, ისინი კარგად ცნობენ მოსისხლე მტერს, ზვიადაურს და გადაწყვეტენ ჯოყოლას სახლშივე შეიპყრონ იგი. თუმცა, ზვიადაური ხომ ჯოყოლას სტუმარია. მთაში კი სტუმარ-მასპინძლობის წესი მტრობაზე აღმატებულია. რას იზამს ჯოყოლა, როცა მოძმე ქისტები მისი სტუმრის მოსაკლავად მოადგებიან?!

ასევე ნახეთ