პალიტრა კლასიკა

პალიტრა კლასიკა ( 3 წიგნი )

54.00

აღწერა

სერია, რომელიც მსოფლიო და ქართველ კლასიკოს მწერლებს აერთიანებს. კლასიკოსი ავტორები აქტუალურობას არცერთი თაობის მკითხველში არ კარგავს. სერია „პალიტრა კლასიკა“, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს, სწორედ ამითაა გამორჩეული. განსაკუთრებული და ფერადია წიგნების დიზაინიც. მკითხველთა უმრავლესობა სიამოვნებით ირჩევს საკუთარი ბიბლიოთეკისათვის ამ სერიის წიგნებს. წარმოგიდგენთ ,,პალიტრა კლასიკის’’ 3 წიგნს: 1. ჩარლზ დიკენსი - ,,ოლივერ ტვისტი’’ და ,,საშობაო სიმღერა'' ,,ოლივერ ტვისტი’’ - მოთხრობილია ლონდონში მცხოვრები ობოლი ბიჭუნას, ოლივერ ტვისტის, თავგადასავალი. ეს კრიმინალური ფელეტონია პირქუშ, ძალადობითა და დაუნდობლობით აღსავსე ცხოვრებაზე. ოლივერი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში ცუდ პირობებში იზრდებოდა. შემდეგ იგი ხელოსანმა სამუშაოდ აიყვანა. ახალ სამსახურში ოლივერს პრობლემები შეექმნა და ის ლონდონში გაიქცა. ამ ქალაქში იგი ქურდი ბიჭების გარემოცვაში აღმოჩნდა, თუმცა მხსნელად ბატონი ბრაუნლოუ მოევლინა. ,,საშობაო სიმღერა'' მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემ მიმართ. დაე, ეს წიგნი სამუდამოდ დარჩეს თქვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე. თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი ჩ.დ. 2. ერიხ მარია რემარკი: ,,შავი ობელისკი’’- ერიხ მარია რემარკის რომანში ,,შავი ობელისკი'' პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი, ახალგაზრდა პოეტი ლუდვიგი ომის შემდეგ საფლავის ქვების ფირმაში იწყებს მუშაობას. რომანი ეხმაურება მნიშვნელოვან ისტორიულ, პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ცვლილებებეს და ასევე მიანიშნებს იმ გარდაუვალ კატასტროფაზე, რომელიც ევროპაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დატრიალდა და მთელი მსოფლიო მოიცვა. 3. უილიამ თეკერეი - ,,ამაოების ბაზარი’’ - ეს წიგნი თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული და ყველაზე უფრო დამახასიათებელი თხზულებაა. რომანის ძირითადი მოტივი - თეკერეის დროინდელი ბურჟუაზიული ინგლისის ცხოვრების ამაოებისა - ყველა მის ადრინდელ და შემდეგდროინდელ ნაწერებსაც წითელი ზოლივით გასდევს და სათაურშიც ავტორის ღრმა ჩანაფიქრი იმალება.

ასევე ნახეთ