გახდი ბესტსელერის ავტორი 2020

გახდი ბესტსელერის ავტორი 2020 (4 წიგნი)

39.90

აღწერა

ლიტერატურული კონკურსი, რომლის მიზანიც, ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა. 1. ქარდა ქარდუხი :,,ჰერმესის დახლიდარები’’ - თითოეული ჩვენგანისთვის კარგად ცნობილი დრამატული მოვლენების გამო სოხუმიდან გაქცეული ახალგაზრდა აღმოჩნდა, სად თუ არა... გულანშაროში. და სულხორციანად ჩაეფლო იგი ამ წალკოტის რთულ ცხოვრებაში, მის პრობლემებში, ასე უცნურად, მტკივნეულად მოგვაგონებს ქართულს. აქ იპოვა მან ახალი სიყვარული, ახალი მუზა, ისეთივე მსვენიერი და მოუხელთებელი, როგორიც სამშობლოში დარჩენილი, აწ უკვე შორეული და სანატრელი, ულამაზესი ბავშვობა. 2.დავით ჩომახიძე „დეტექტივობანა“:90¬იანი წლების საქართველო - უპერსპექტივობა, ხიფათი, კორუფცია, კრიმინალი, ორგანოებით ვაჭრობა, სიყვარული და ამ ფონზე უეცრად, თავისდა უნებურად გადეტექტივებული პერსონაჟები, რომელთა წინაშე რთული და საშიში ამოცანა დგას. ეს უბრალო დეტექტივობანა აღარ არის - ის ნელ¬-ნელა მოვლენათა იმ მორევად იქცევა, რომელიც, რაც უფრო ღრმად გითრევს, მით მეტად სახიფათო ხდება. 3. ნიკოლოზ ცისკარიშვილი: „ცეცხლისწამკიდებელი“ - ეს წიგნი მარადიულ თემას ეძღვნება _ ადამიანი დევნილია პირველი ცოდვის შემდეგ, ცოდვას ცოდვა ასდევნებია და მარადი მდევარიც დინჯად და დაუღალავად სდევს, უკანასკნელ წამამდე. სწორედ ლტოლვა-დევნის ხაზს მიჰყვება მწერალი და უარს ამბობს ჩახლართულ სოციალურ კავშირებზე. თხრობა მძაფრია და სწრაფი ტემპით მიემართება კულმინაციისაკენ. მწერალი თავიდანვე ახერხებს გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში გაჰხვიოს მკითხველი და ფერებიც შესაბამისი მოუძებნოს, რასაც ბოლომდე ჩაუმქრალად ინარჩუნებს. 4. წიგნი-კატალოგი - ეს არის ერთგვარი წიგნი-თრეილერი. თრეილერში წარმოდგენილია ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული 13 წიგნის დასაწყისი რამდენიმე თავი და ფასდაკლების კუპონები. წაიკითხე შემოთავაზებული თავები და გადაწყვიტე, ბოლომდე რომელი წიგნის წაკითხვა გსურს.

ასევე ნახეთ