გახდი ბესტსელერის ავტორი

გახდი ბესტსელერის ავტორი ( 6 წიგნი )

55.00

აღწერა

კომპლექტში შესულია ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი"-ს გამარჯვებული 5 წიგნი + ,,წიგნი - კატალოგი'' 1. ნიკოლოზ ტოტოღაშილი: ,,შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა’’ - ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა; ფილოსოფიაც თავისებური აქვს - ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტოსულია... და მაინც, ვინ არის ის? ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება და დახატავს ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს; თუმცა, რატომღაც, დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის. საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე - თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი? 2. თინათინ ბერიძე: ,,მოპარული სიყვარული’’ - ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები. 3. ნიკოლას მაჩაბელი: ,,ჩაინა კონტრასტებიდან’’ - დიდი გეგმები და დიდი მოულოდნელობები - ასე იწყებოდა თბილისელი ბიჭის კარიერა შორეულ ჩინეთში, საოცარი კონტრასტებით სავსე მხარეში. იქ, სრულიად განსხვავებულ სამყაროში იწვნია მან აღმასვლა და საკუთარ თავზე გამარჯვება, განიცადა ცდუნება და ძლიერი შოკი; ეს ყველაფერი კი ადამიანს ღირებულებების გადაფასებას აიძულებს. და შორიდანაც უკეთ ხედავ, როგორია შენი საკუთარი, მშობლიური... 4. ნანი მანველიშილი: ,, ოდისევსის სინდრომი ‘’ - სად არის საშველი და გამოსავალი? ეს კითხვა არ დაგტოვებთ არც კითხვისას და არც მისი დასრულების შემდეგ, რადგან ეს წიგნი ემიგრანტების ცხოვრების შეულამაზებელი ასახვაა. თქვენ წინაშეა წიგნი უცხო ქვეყნებში გადახვეწილ დღეებზე, ცოლებზე, დებზე, რომლებიც თავს დასტრიალებენ სხვების შვილებს, რათა საკუთარი შვილებისთვის პურის ფული გამოიმუშაონ, ებრძვიან გაუსაძლის მონატრებას, უვლიან დავრდომილ მოხუცებს... ეს არის წიგნი მივიწყებულ ოცნებებზე, მახინჯ სტერეოტიპებზე, სიღარიბეზე, უმომავლობაზე... 5. თამარ გოდერიძე: ,, ყვავილები სახლთან ახლოს ‘’ - ახალგაზრდა ქალის, მარტოსული კესანეს ცხოვრებაში დგება მომენტი, რაც მის ბავშვობასთან, მის დიდ და ერთადერთ სიყვარულთან კვლავ შეხვედრას განაპირობებს. და აქედან იწყება ახალი ეტაპი, ახალი გზა სრულიად სხვა ქვეყნისკენ, სხვა ცხოვრებისკენ. კესანეს და რონეს საფრანგეთში დიდი წარმატებები ელოდებათ, დიდი სიყვარული და დრამატული მოვლენები. 6. წიგნი-კატალოგი - ეს არის ერთგვარი წიგნი-თრეილერი. თრეილერში წარმოდგენილია ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული 13 წიგნის დასაწყისი რამდენიმე თავი და ფასდაკლების კუპონები. წაიკითხე შემოთავაზებული თავები და გადაწყვიტე, ბოლომდე რომელი წიგნის წაკითხვა გსურს.

ასევე ნახეთ