გახდი ბესტსელერის ავტორი 2018

გახდი ბესტსელერის ავტორი 2018 ( 6 წიგნი )

55.00

აღწერა

კომპლექტში შესულია ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი"-ს 2018 წლის გამარჯვებული 5 წიგნი + ,,წიგნი - კატალოგი'' 1. იაგო თვალაბეიშვილი-,,ტრანსმუტაცია’’: კომპიუტერულ თამაშებში ჩაძირული ბიჭის ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებები იწყება. ეს ცვლილებები თავდაყირა აყენებს არა მხოლოდ ყოველდღიურობის ჩვეულ დინებას, არამედ ბიჭის აზროვნებას, დამოკიდებულებას სამყაროს, ახლობლების, ოჯახის წევრების მიმართ. და ამ ცვლილებების ფონზე ავტორი ცდილობს გვაპოვნინოს პასუხი მარადიულ კითხვაზე – სინამდვილეში, რანი ვართ ჩვენ, ადამიანები. 2. გვანცა გუბელაძე - ,,შულამელი გოგონები’’: უცხო და შორეულ ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია და პირადი ბედნიერებაც იპოვა ლილემ, მაგრამ, ცოტა ხნით შინ დაბრუნებული, ძველ სიყვარულს შეხვდა. და აღმოჩნდა, რომ მაშინ არაფერიც არ დამთავრებულა... უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა. 3. ნათია ჯაგოდნიშვილი - ,,ცდუნება’’: ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობა ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის - საკუთარი ბიზნესინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა, დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია, გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია, გაუძლო ცდუნებას. 4. არჩილ ფირიაშვილი - ,,ფეხბურთის მოთამაშე’’: ერთ მშვენიერ დღეს კაცს წარმატებულს,ყველანაირ მიზანმიღწეულს შეიძლება თვალი აეხილოს და დაინახოს,რომ ეს საათივით აწყობილი ცხოვრება არის მხოლოდ სხვის დასანახად.სწორედ აქ იწყება პიროვნული ჯანყი და სულიერი კრიზისი,თავს წამოყოფს ბავშვობის ტრამვები.და ნიკიც მიატოვებს ყველას და ყველაფერს,ხეტიალისას კი საოცარ აღმოჩენებს აკეთებს,პოულობს ნამდვილ ადამინებს,რაც მთავარია-საკუთარ თავს."იქნებ კითხვების დასმაა მთავარი და არა მათზე პასუხის გაცემა.შეიძლება,ცხოვრება ზუსტად ეს არის,დაუსრულებელი თავგადასავალი. 5. ვახტანგ ვახტანგაძე - ,,ალაჰი ჩემი მეგობარია’’: ახალგაზრდა თბილისელი კაცი საკუთარი თავის, ადგილის, დანიშნულებისა და, რაც მთავარია, მეტი თავისუფლების ძიებაში სხვა ქვეყანაში და სულ სხვა ხალხში ხვდება. განსხვავებებთან ერთად, ბევრ მსგავსებასაც აღმოაჩენს მასსა და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენელთა შორის. ამ ძიებაში ის უახლოვდება ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს, რომლებთან შეხვედრა მის სულიერ ფორმირებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. რა ელის მთავარ გმირს? იპოვის თუ არა იმას, რასაც ეძებს? 6. ,,წიგნი - კატალოგი'' - ეს წიგნი არის ერთგვარი თრეილერი, კატალოგი შენი არჩევანის გამარტივებისთვის. თრეილერში წარმოდგენილია ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული 13 წიგნის დასაწყისი რამდენიმე თავი და ფასდაკლების კუპონები. წაიკითხე შემოთავაზებული თავები და გადაწყვიტე, ბოლომდე რომელი წიგნის წაკითხვა გსურს.

ასევე ნახეთ