გახდი ბესტსელერის ავტორი 2019

გახდი ბესტსელერის ავტორი 2019 ( 4 წიგნი )

39.90

აღწერა

კომპლექტში შესულია ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი"-ს 2019 წლის გამარჯვებული 3 წიგნი + ,,წიგნი - კატალოგი'' : 1. თათული ღვინიანიძის - "აღიარება ხელისგულზე" :რადა მოდებაძეს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს, კომპლექსები და შიშები არ ასვენებს. მთავარ პერსონაჟს გამუდმებით ამცირებს ანდრია მახარაძე, უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული ბიჭი. ანდროს საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად, გოგონა კურსელის წარსულში იწყებს ქექვას. სულ მალე ეს ყველაფერი ნამდვილ ომში გადაიზრდება... „აღიარება ხელისგულზე“ არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, სინანულზე, მომავლის იმედზე, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და „შენი ადამიანის“ ძიებაზე... 2. ელის დოჯსონის - "რაფლეზია" : ამქვეყნად ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილია რაფლეზია,მაგრამ მისი სილამაზით დატკბობა შორიდან ჯობს,რადგან შხამიანია.რაფლეზია პარაზიტია,სხვა მცენარეების ხარჯზე ხარობს და გვამის სუნი ასდის. 20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარული გაქრა.რა შეიძლება მოიტანოს რწმენამ,რომელიც სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნდა ქადაგებდეს, და რა შუაშია რაფლეზია. 3. შორენა ხუხუას - "შემოვალ ეტლით": ლაკონიური აბზაცები, აჩქარებულრიტმიანი, ზუსტი თხრობა, უჩვეულოდ მძაფრი ამბის საპირისპიროდ – მკითხველს უსაგნო სენტიმენტალიზმი კი არ ეძალება, მთავარი გმირის განსაცდელი კი არ თრგუნავს, პირიქით, გულშემატკივრობს ენერგიულ და მშფოთვარე ბორგვას, შემართებასა და ვნებებს ქალისა, რომელიც „შემოდის ეტლით”, თუმცა არა _ ზღაპრულით. 4. ,,წიგნი - კატალოგი'' - ეს წიგნი არის ერთგვარი თრეილერი, კატალოგი შენი არჩევანის გამარტივებისთვის. თრეილერში წარმოდგენილია ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული 13 წიგნის დასაწყისი რამდენიმე თავი და ფასდაკლების კუპონები. წაიკითხე შემოთავაზებული თავები და გადაწყვიტე, ბოლომდე რომელი წიგნის წაკითხვა გსურს.

ასევე ნახეთ