ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲔᲜᲪᲘᲙᲚᲝᲞᲔᲓᲘᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲗᲐᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲔᲜᲪᲘᲙᲚᲝᲞᲔᲓᲘᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲗᲐᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

100.00

აღწერა

  ეს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წიგნია ჯანმრთელობისა და მედიცინის საკითხებზე,რომელიც განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის,ასევე რიგითი მკითხველისთვის.იგი წლებია ინაჩუნებს სამედიცინო ლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერის პოზიციას.ეს უნივერსალური წიგნი შექმნა 300-ზე მეტმა საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტმა,რაც მისი სანდოობისა და ხარისხის საწინდარია.ქართულ გამოცემაზე კვალიფიციური მედიკოსების ოცკაციანმა ჯგუფმა იმუშავა.წიგნის სტრუქტურა ისეა აგებული,რომ მკითხველს გაუადვილდეს საჭირო ინფორმაციის მოძიება. 

  წიგნი ითარგმნება კვალიფიციური ექიმების დიდი ჯგუფის მიერ.  შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში. მსგავსი წიგნის გამოცემა ხელს უწყობს საზოგადოებაში სამედიცინო ცოდნის დონის ამაღლებას.

  ენციკლოპედია სექციებად და თავებადაა დაყოფილი. მისი სტრუქტურის გაცნობა წიგნში ორიენტაციას და საჭირო ინფორმაციის მოძიებას გაგიადვილებთ.
დაავადების გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, დიაგნოზები და მკურნალობის მეთოდები, თავებად არის დაყოფილი.
ჩანართები “იცით თუ არა რომ” საინტერესო და სახალისო ინფორმაციას გთავაზობთ.
ტექსტი თემებად არის დაყოფილი, რაც ინფორმაციის უკეთ აღქმის საშუალებას იძლევა.
წიგნში მოცემულია ყოვლისმომცველი ინფორმაცია წამლების შესახებ
ფერადი ილუსტრაციები ადამიანის ორგანოების ნათლად აღქმაში დაგეხმარებათ და ტექსტთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.
წიგნში განხილული თემებია: მედიცინის საფუძვლები, ადამიანის სხეული, მაქსიმალური სარგებლობის მიღება სამედიცინო მომსახურეობისას, პრევენცია, ვარჯიში და ფიზიკური მდგომარეობა, რეაბილილიტაცია, წამლები, წამლების მიმოხილვა, წამლების არასასურველი მოქმედება, სამკურნალო რეჟიმის დაცვა, ურეცეპტოდ გასაცემი წამლები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, ძვლების, სახსრების და კუნთების დაავადებები, ნერვული დაავაებები, ფიზიკური დაავადებები, კვების და მეტაბოლიზის დარღვევები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, მხედველობის სისტემის დაავადებები, მამაკაცების, ქალების, მოხუცების და ბავშვთა ჯანმრთელობა, დაზიანებები და მოწამვლები, საგანგებო საკითხები, კანის, პირის ღრუს, კბილების, ყელ-ყურ-ცხვირის, კუნთებისმ ფქსიკიკური დაავადებები და კიდევ უამრავი საინტერესო და საჭირო თემა.

ასევე ნახეთ