დიდი ვიზუალური ენციკლოპედია

დიდი ვიზუალური ენციკლოპედია (5, 6, 7 ტომი)

45.00

აღწერა

  მკითხველთა ფართო წრისთვის განკუთვნილი „დიდი ვიზუალური
ენციკლოპედია“ 18 თემადაა დაყოფილი, თითოეული თემა, თავის
მხრივ, სპეციფიკურ ქვეთემებად იყოფა. თემატურად დალაგებულ
თითოეულ ტერმინსა და განმარტებას ახლავს შესაბამისი, ზუსტი
ილუსტრაცია, რაც საგნებისა თუ მოვლენების უკეთ აღქმის
საშუალებას იძლევა.
წიგნში თავმოყრილია 25 000 განმარტება, 8000 დეტალური
ილუსტრაცია, ყველა ტერმინი ორ ენაზე - ქართულად და
ინგლისურად. 

 

ტომი 5 - „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეხუთე ტომი ოთხ
ძირითად თემას აერთიანებს, ესენია: 
• ენერგია;
• მეცნიერება 
• ასტრონომია;
• ადამიანი.
აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია, რომ მეცნიერების სხვადასხვა 
დისციპლინით დაინტერესებული ადამიანებისთვის ენციკლოპედიის
ეს ტომი განსაკუთრებულად ძვირფასი შენაძენი იქნება.
დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი მხატვრულ ლიტერატურაში
ადამიანის შესახებ წაგიკითხავთ, რადგან ენციკლოპედიის ამ თავში
მხოლოდ მეცნიერულად დამტკიცებულ და დეტალურად აღწერილ
ინფორმაციას გაეცნობით.
რას უკავშირდება ადამიანის - გაჩენა, განვითარების რა საფეხურები
გაიარა მან და როგორ იცვლებოდა ათასწლეულების განმავლობაში
მისი სხეულის აგებულება... დაწვრილებით გაეცნობით ანატომიას,
გაიგებთ ყველა ძვლის დასახელებას და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი ილუსტრაციები ამ ყველაფრის
კარგად გაგებასა და დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.
ასტრონომია ადამიანი უხსოვარი დროიდან იყო დაინტერესებული

სამყაროს შეცნობის სურვილით. ამდენად, ენციკლოპედიის ამ თავში
წაიკითხავთ ყველა საჭირო ინფორმაციას ასტრონომიის შესახებ.

 

ტომი 6 - სხვა ტომებისგან განსხვავებით, ამ ტომში ერთი დიდი
თემა - სპორტის სახეობები და თამაშები - გელოდებათ.
მოგეხსენებათ, ამ მხრივ კაცობრიობას დიდი ისტორია აქვს,
სპორტის არაერთი სახეობა არსებობს და ყოველი მათგანი
განსხვავებული ტერმინოლოგიითა თუ საჭირო ინვენტარით
გამოირჩევა. ასე რომ, თუკი თქვენ, თქვენი ოჯახის წევრსა თუ
მეგობარს სპორტი გიტაცებთ, ენციკლოპედიის ამ ტომში ძალიან
ბევრ საინტერესო ინფორმაციას წაიკითხავთ.

გაგაცნობთ ქვეთემების არასრულ ჩამონათვალს:

 ბურთიანი და ჩოგნიანი სპორტი;
 სპორტის საწყალოსნო და სანაოსნო სახეობები;
 სპორტის საბრძოლო და ძალისმიერი სახეობები;
 სპორტის ზამთრის სახეობები და ა. შ.
ასევე საინტერესო იქნება მათთვისაც ვისაც უყვარს ბუნებაში
დასვენება, სადაც კარავში ცხოვრებისა და თევზაობის შესახებ
წაიკითხავთ, საჭირო ინვენტარის სახელებსა და რჩევებს
გაეცნობით.

ცალკე ქვეთავად არის გამოყოფილი სამაგიდო
თამაშები, როგორიცაა: კამათელი და დომინო, კარტი, დაფის
თამაშები, რულეტი, დარტსი, მაგიდის ფეხბურთი, კომპიუტერული
თამაშები და მრავალი სხვა.

ტომი 7 - ენციკლოპედიის ამ ტომში მოცემული თემები საჭირო
ინფორმაციას მოგაწვდით და ყოფით პრობლემებთან გამკლავებაში
დაგეხმარებათ.
სახლი
სახლის ექსტერიერი და ინტერიერი, სარწყავი სისტემები, გასათბობი
მოწყობილობები, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება, ავეჯისა და
დეკორატიული ნივთების დანიშნულება... - ეს იმ თემების არასრული
ჩამონათვალია, რომლებსაც ენციკლოპედიის მეშვიდე ტომის პირველ
ნაწილში გაეცნობით.
საზოგადოება ამ ნაწილში წაიკითხავთ, როგორია ქალაქების მოწყობა,
ინფრასტრუქტურა და ნომენკლატურა; აქვეა მოცემული
დაწვრილებითი ინფორმაცია ეკონომიკის, მართლმსაჯულების,
განათლების, რელიგიისა და პოლიტიკის სფეროებიდან.
აღსანიშნავია, რომ ამავე თავში წაიკითხავთ საბრძოლო იარაღების
შესახებ - ყველა იარაღი, რაც კი კაცობრიობას ჰქონია უძველესი
დროიდან დღემდე.
უსაფრთხოება
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომლის შესახებაც
ვიზუალური ენციკლოპედიის ამ ნაწილში წაიკითხავთ,
უსაფრთხოებაა. გაიგებთ, როგორ უნდა აირიდოთ თავიდან ხანძარი,
როგორ დაიცვათ თავი საფრთხის შემცველ ვითარებაში, რომ თქვენი
და სხვების გადარჩენა შეძლოთ.
ჯანდაცვა
რას ითვალისწინებს სამედიცინო აღჭურვილობა, რისგან უნდა
შედგებოდეს პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი, რამდენი
სახეობის წამალი არსებობს და ა. შ. ენციკლოპედიის მეშვიდე ტომში
ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ტერმინსა და
ილუსტრაციას იხილავთ.

ასევე ნახეთ