ომებსა და ადამიანებზე

ომებსა და ადამიანებზე (3 ტომი)

35.00

აღწერა

ეს სერია კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გააცნობს მკითხველს.

კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა. ომი არაერთი მწერლის ფიქრის მიზეზად და უამრავი ლიტერატურული შედევრის თემად იქცა. დაიწერა წიგნები ომებსა და ადამიანებზე _ ოცნებებზე, რომლებსაც ომი ანადგურებს, ბედზე, რომელსაც ომი ძირეულად ცვლის, ცხოვრებაზე, რომელიც ომმა ჯოჯოხეთად აქცია... და, ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის სულის სიმტკიცეზე, მის უნარზე _ უყვარდეს და სწამდეს უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამსაც კი.

 ეს სერია აერთიანებს ისეთ წიგნებს როგორებიცაა:

 

  1. ,,შიშის საათი’’ -კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა. ომი არაერთი მწერლის ფიქრის მიზეზად და უამრავი ლიტერატურული შედევრის თემად იქცა. დაიწერა წიგნები ომებსა და ადამიანებზე _ ოცნებებზე, რომლებსაც ომი ანადგურებს, ბედზე, რომელსაც ომი ძირეულად ცვლის, ცხოვრებაზე, რომელიც ომმა ჯოჯოხეთად აქცია... და, ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის სულის სიმტკიცეზე, მის უნარზე _ უყვარდეს და სწამდეს უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამსაც კი.

 

  1. ,,ნათელი რომელსაც ვერ ვხედავთ’’ -მეორე მსოფლიო ომი. პარიზი ოკუპირებულია. მარი-ლორა, ბრმა გოგონა ქალაქიდან მამასთან ერთად გარბის. მარის მამა - მუზეუმის გასაღებების მცველი, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატი. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს ნაცისტური გერმანია და ჰიტლერიუგენდია. ობოლი ვერნერი. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე.

 

 

  1. ,,ბულბული’’ -ომი ყველაფერს ანგრევს – ქალაქებს, სოფლებს, ურთიერთობებს... 1939 წელი. საფრანგეთში ნაცისტური გერმანია შეიჭრა. ომმა პატარა ქალაქ კარივომდეც მიაღწია. აქ ორი პარიზელი და ცხოვრობს, დედის სიკვდილისა და მამის გულგრილობის გამო გაუცხოებული... მათ იმდენი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი... მაგრამ წინ ჯერ შიში, შიმშილი, დამცირება, ფარული ბრძოლა და ტანჯვა ელით... და კიდევ, ერთმანეთის პოვნის, აღმოჩენის სიხარული და რწმენა, რომ სამშობლოს სიყვარული დაადამიანური ურთიერთობები ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს.“როცა გვიყვარს, ვხვდებით, ვინ გვინდა ვიყოთ, ომში კი იმას ვხვდებით, თუ რას წარმოვადგენთ”.„ბულბული“  ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, 2015 წლის Goodreads Choice Awards-ისგამარჯვებული ნაწარმოებია, რომელიც იმავე წელს ამაზონის წლის საუკეთესო წიგნიგახდა და 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

 

 

ასევე ნახეთ