ᲙᲝᲡᲢᲐᲜᲢᲘᲜᲔ ᲒᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲓᲘᲐ - ᲛᲗᲕᲐᲠᲘᲡ ᲛᲝᲢᲐᲪᲔᲑᲐ

მთვარის მოტაცება

25.00

აღწერა

მთვარის მოტაცება – კონსტანტინე გამსახურდიას რომანი, ტრილოგია. მასში ასახულია 1930–იანი წლების დასაწყისის საბჭოთა საქართველოს ცხოვრება. რომანი 1933–1934 წლებში იწერებოდა და პარალელურად იბეჭდებოდა ჟურნალ "მნათობის" ფურცლებზე. ნაწარმოებმა როგორც მკითხველის, ისე ხელისუფლების დიდი აღიარება მოიპოვა.

"მთვარის მოტაცების" რეალისტურ თხრობას ავსებს და ავრცობს, აზრობრივ სიმტკიცესა და დრამატიზმს სძენს მითოსური პლანი, პერსონაჟთა არქეტიპები, სიმბოლური ჰიპოსტასები, ანიმისტურ და ტრადიციულ წარმოდგენათა ვარიაციები და მსხვრევა, მათი ასოციაციური კავშირები. 

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მან „მთვარის მოტაცებაზე“ მუშაობა 1926 წელს დაიწყო, როდესაც რომანის ერთი თავი, „წურბელების პატრონი“,დაწერა, ხოლო მუშაობა 1933 წელს გააგრძელა. მას წერისათვის მძლავრი ბიძგი 1931 წლიდან აფხაზეთში მოგზაურობამ მისცა, სადაც აგროვებდა „ისტორიულ–ეთნოგრაფიულ ინვენტარს რომანისთვის“. აფხაზეთიდან დაბრუნებულმა მწერალმა სალიტერატურო გაზეთში დაბეჭდა „მთვარის მოტაცების“ პირველი თავი „ერგეაშვა“. ამის შემდეგ რომანის ბეჭდვა ჟურნალ მნათობში გაგრძელდა და 1935 წელს დასრულდა. „მთვარის მოტაცების“ თავები დაწერისთანავე ქვეყნდებოდა, ამასთანავე, წერის დაწყებისას ავტორმა არ იცოდა, თუ რა მოუვიდოდათ მის გმირებს რომანის ფინალში. ამის შესახებ ის მეორე კარის დასაწყისში, „ლირიულ ინტერმეცცოში“, საუბრობს. ხოლო 1934 წელს „მთვარის მოტაცების“ წერა მწერალმა ან საბოლოოდ დაასრულა, ან უკვე იცის, რომ რომანის ფინალში თარაშ ემხვარი დაიღუპება.

1933 წელს, კონსტანტინე გამსახურდიამ "მთვარის მოტაცების" წერა დაიწყო, უკვე თარგმნილი ჰქონდა დანტეს "ჯოჯოხეთი" და ამთავრებდა "გოეთეს ცხოვრების რომანს". მწერალი ამ რომანზე 1926 წლიდან ფიქრობდა, მაგრამ არ იცოდა, როგორი სახე მიეცა. ჯერ ეს კონსტანტინე სავარსამიძის ცხოვრების გაგრძელება იყო, შემდეგ იგი "უშანგ ურდოელმა" შეცვალა. ბოლოს "ევროპა გალიაში" დაარქვა. ესეც არ მოეწონა და თავი მიანება. ხანგრძლივ მზადებას, გადავადებას, ყოყმანს წერტილი მწერლის მეუღლის, რებეკა ვაშაძის გარდაცვალებამ დაუსვა. ფანტაზიაში ცოცხალ ლანდებად ამოძრავდნენ გარდასული დღეები, მოხდა ძალთა კონცენტრირება და აღწერა პირველი თავი - "ერგეაშვა". რომანი 2 წლის მანძილზე ქვეყნდებოდა "მნათობის" ფურცლებზე. საერთოდ, არც ერთი რომანის დასრულებული ტექსტი მწერალს რედაქციისთვის არ წარუდგენია. ასე რომ, მართლა არ იცოდა, მისი ნამუშევრის გმირები ცხოვრებას როგორ დაასრულებდნენ, როცა პირველ კარს წერდა. ქართული პროზის ეს უდიდესი ძეგლი მწერალს ოთხჯერ დაუწერია. პარალელურად, ბეჭდავდა ესსეებს, ნარკვევებს, დადიოდა მივლინებებში, გამოდიოდა მწერალთა კავშირში გამართულ დისკუსიებზე, კითხულობდა თავისი წიგნების კორექტურას.

 

ასევე ნახეთ