მხატვრული ლიტერატურა

საბავშვო მხატვრული ლიტერატურა

63.75

აღწერა

  საბავშვო მხატვრული ლიტერატურა, პალიტრა ელის კიდევ ერთი პროექტია, რომელშიც წარმოდგენილია ფრანგი, კლასიკოსი მწერლის, ჟიულ ვერნის 5 უნიკალური ნაწარმოები. 

სინამდვილეში, მას არასოდეს უმოგზაურია, თუმცა მილიონობით მკითხველს სამყარო წიგნივით გადაუშალა და ფანტასტიკური მოგზაურობისა და თავგადასავლების დაუვიწყარი ეპიზოდები შესთავაზა. ეს ჟიულ ვერნია - სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ფუძემდებელი და სათავგადასავლო რომანების ავტორი.

ჟიულ ვერნი მისი მთავარი წიგნებით დაუვიწყარ მოგზაურობას, თავგადასავლებსა და შთაბეჭდილებებს გპირდებათ. დაემგზავრეთ კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაკსს წყალქვეშა უკიდეგანო სამყაროსკენ - იქ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ; ინჟინერ სმიტს კი უკაცრიელ, საიდუმლო კუნძულზე გაჰყევით; რობერტ და მერი გრანტები მამას - კაპიტან  გრანტს ეძებენ... გაიგეთ, სად ჩაუშვებენ ღუზას და იპოვიან თუ არა მამას; ჩრდილოეთი პოლუსი ახლოს მოგეჩვენებათ, თუ შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის საოცარ თავგადასავალს გაეცნობით; ამის მერე კი აღარც აფრიკის სანაპიროებისკენ „პილიგრიმით” მგზავრობის შეგეშინდებათ, თუნდაც გემს თხუთმეტი წლის კაპიტანი მართავდეს.

რაც მთავარია, თითოეული “მგზავრობისას” ფათერაკები და მოულოდნელობები ჩვეულებრივი ამბავია, უჩვეულო და წარმოუდგენელი სიტუაციები კი ის თილისმა, რომელიც მკითხველს ჟიულ ვერნისეული ლიტერატურის მოყვარულად აქცევს.

   თითოეული ეს წიგნი მოგვითხრობს სხვადასხვა თავგადასავალზე, სხვადასხვა გმირებითა და ისტორიებით.

კომპლექტში გაერთიანებულია:

1. ,,კაპიტან გრანტის შვილები'' - „კაპიტან გრანტის შვილები“ ჟიულ ვერნის ცნობილი ტრილოგიის პირველ ტომს წარმოადგენს. ამ რომანში ერთიანდება „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“-ისა და „საიდუმლო კუნძულის“ სიუჟეტური ხაზები. შოტლანდიაში ინგლისელების ბატონობით უკმაყოფილო მამაცი კაპიტანი გრანტი გადაწყვეტს, გამოიკვლიოს წყნარი ოკეანის კუნძულები, რომ ერთ-ერთ მათგანზე თავისუფალი შოტლანდიური კოლონია დაარსოს. გავიდა ხანი და გრანტის ექსპედიცია უგზო-უკვლოდ დაიკარგა. კაპიტნის მიერ წყალში ჩაგდებულ ბარათებიან ბოთლს მისი თანამემამულეები იპოვნიან და იახტა „დუნკანით“ გრანტის საძებნელად გაემართებიან. მამაც მოგზაურებს წინ უამრავი ხიფათი ელის. მოვლენათა მოულოდნელი განვითარება, ერთი შეხედვით გამოუვალი.

2. ,,80 000 კილომეტრი წყალქვე'' - შეუერთდი სახელგანთქმულ მეცნიერს, პიერ ანორაკს, რომელიც ზღვის საზარელი ურჩხულის საძებნელად მიემგზავრება. მეცნიერის თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ოკეანის ბნელსა და იდუმალ სიღრმეებში შეშლილ კაპიტან ნემოს ჩაუვარდება ტყვედ. მოგზაურობისას პიერ ანორაკსის სიცოცხლეს არაერთხელ დაემუქრება საფრთხე. დარჩება თუ არა ბატონი ანორაკსი კაპიტან ნემოს უჩვეულო ხომალდის, "ნაუტილუსის" ტყვეობაში?

3. ,,კაპიტან ჰატერასის თავგადასავლი'' რომანი ახალგაზრდებს საოცარი თავგადასავლების ხიბლს უზიარებს, ხოლო ასაკოვნებს სიყმაწვილის დროინდელ საყვარელ წიგნებს გაახსენებს. ჟიულ ვერნის განსწავლულობისა და შორსმჭვრეტელობის წყალობით, მის თხზულებებში აღწერილი საოცრებები დროთა განმავლობაში სინამდვილედ იქცა.

4. ,,თხუთმეტი წლის კაპიტანი'' - დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა.

5. ,,საიდუმლო კუნძული'' - ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული, საინტერესო და საოცარი თავგადასავლებით სავსე რომანი „საიდუმლო კუნძული“ მრავალი თაობის მკითხველის უსაყვარლესი საბავშვო წიგნია. შეუძლებელია, გულგრილად წაიკითხო ტყვეობიდან აეროსტატით გამოქცეული, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული მამაცი ინჟინერი სმიტისა და მისი ოთხი მეგობრის ამაღელვებელი ამბავი.

ასევე ნახეთ