ჩემი პირველი აღმოჩენები

ჩემი პირველი აღმოჩენები ( 2 ტომი )

40.00

აღწერა

არსებული გამოცემა წარმოდგენილია 2 ტომად

1.„ჩემი პირველი აღმოჩენები - ტექნოლოგიები“ ადამიანის პირველი საცხოვრებლების შექმნიდან ინტერნეტიზაციამდე თავბრუდამხვევ მოგზაურობას გთავაზობთ. „დისქავერის“ მიერ მომზადებული ეს საყმაწვილო ენციკლოპედია ჩაგახედებთ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. მოკლედ მოთხრობილი ამბები და ფერადი ილუსტრაციები თვალწინ გადაგიშლით ტექნოლოგიების განვითარების საკვანძო ეტაპებს და გაპოვნინებთ პასუხებს ყველა კითხვაზე.

ამბები ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობისას გამოყენებული მეთოდებისა და იარაღის შესახებ, ორთქლისა და შიგაწვის ძრავების, ელექტროგამომთვლელი მანქანის, ტელეფონისა თუ კინოაპარატის შექმნის ისტორია, კოსმოსურ სადგურზე ცხოვრების დეტალები, გაიცნობთ მსოფლიო არქიტექტურის ტრიუმფატორებს–მათ, ვინც ააგო ლა–მანშის გვირაბი, სიდნეის საოპერო თეატრი თუ თავისუფლების ქანდაკება, გაიგებთ, როგორ მივიდა მედიცინა ორგანოების პროთეზირებასა და ტრანსპლანტანტებამდე.

წიგნს თან ახლავს სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი.

„ჩემი პირველი აღმოჩენები - ისტორია“ დედამიწაზე სიცოცხლის ჩასახვიდან დღემდე თავბრუდამხვევ მოგზაურობას გთავაზობთ. „დისქავერის“ მიერ მომზადებული ეს საყმაწვილო ენციკლოპედია სრულიად განსხვავებული ფორმით ჩაგახედებთ კაცობრიობის ისტორიაში. მოკლედ მოთხრობილი ამბები და ფერადი ილუსტრაციები თვალწინ გადაგიშლით ცივილიზაციის განვითარების საკვანძო ეტაპებს და გაპოვნინებთ პასუხებს ყველა კითხვაზე.

ამბები მიწაში ჩამარხული ისტორიის, უძველესი ქალაქების, ბერძნული ცივილიზაციის, რომაელი გლადიატორების, შუა საუკუნეებში რაინდად კურთხევის, ლეონარდო და ვინჩის იდეების, სამარხებში აღმოჩენილი საგანძურის, მონებით ვაჭრობის, ინდიელთა ტომების ცხოვრების, ფულისა და საბანკო საქმის, უძველესი დამწერლობის, საიდუმლო შიფრების, საქვეყნოდ ცნობილი მზვერავებისა და თვით მოდის საფუძვლებისა და განვითარების შესახებ.

წიგნს თან ახლავს სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი.

ასევე ნახეთ