კომპლექტი ომებსა და ადამიანებზე

კომპლექტი ომებსა და ადამიანებზე

35.00

აღწერა

ამ კომპლექტში გაერთიანებულია ძალიან ცნობილი მწერლების უკვე ეკრანიზებული წიგნები , ეს არის კრებული  , რომელიც მკითხველს ცხოვრებაზე , წარსულზე , აწმყოზე თუ  მომავალზე დააფიქრებს. 

კომპლექტში შესულია სამი წიგნი. 

 შინდლერის სია-ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის, განსაცვიფრებელი და სულის შემძვრელი რომანი „შინდლერის სია“ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პოლონეთში გვამოგზაურებს. მწერალი გვიყვება დაუჯერებელ ამბავს - როგორ იხსნა ნაცისტური პარტიის წევრმა გერმანელმა მეწარმემ, ოსკარ შინდლერმა, ათასზე მეტი ებრაელი გარდაუვალი სიკვდილისგან წარმოუდგენელი სიმამაცისა და რისკის ფასად. ეს დაუჯერებელი ამბავი ნამდვილად მოხდა და დღემდე რჩება ადამიანური სიკეთისა და უანგარო თავგანწირვის საოცარ მაგალითად.ამ რომანისთვის თომას კენილმა ბუკერის პრემია და საუკეთესო მხატვრული ნაწარმოების ნომინაციაში „ლოს-ანჯელეს თაიმის“ ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა.„ის, ვინც ერთი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, იხსნის მთელ ქვეყნიერებას.“

წიგნის ქურდი - ეს არის მარკუს ზუზაკის ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი წიგნი თავისი ნამუშევრებიდან . 1939, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა.  ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნერს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას, ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე-ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

ომის შედეგები-1946 წელი. ნანგრევებად ქცეულ ჰამბურგში ბრიტანელები “წესრიგს” ამყარებენ. დამნაშავეა ყველა, განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა - ისინი ხომ გერმანელები არიან. აქ ყველას თავისი სატკივარი აქვს, ომმა თითოეულ მათგანს დაასვა დაღი - წაართვა სახლი, მშობლები და შვილები, ყველას გულში შურისძიების სურვილი, უნდობლობა, ზიზღი და შიში ჩაბუდებულა... მაგრამ თურმე პატიების, თანალმობისა და სიყვარულის სურვილს ომიც ვერ ერევა. სწორედ ამის დასტურია რიდიან ბრუკის ეს შესანიშნავი რომანი - შთამბეჭდავი ამბავი ორი ოჯახის, ერთი სახლისა და სიძულვილის სიყვარულად ქცევის შესახებ. წიგნის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი და ალექსანდრ სკარსგარდი ასრულებენ. წიგნი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

 

 

ასევე ნახეთ