დიდი ექვთიმე თაყაიშვილი ( 8 ტომი )

დიდი ექვთიმე თაყაიშვილი ( 8 ტომი )

270.00

აღწერა

დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეული დღემდე არ არის გამოცემული, მეტიც – მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.

 

თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.

 

შრომების გამოცემა დაახლოებით 12 ტომადაა ჩაფიქრებული. 
ამ ეტაპზე დაბეჭდილია 8 ტომი,

 

I ტომში შევიდა მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციების მასალები და კვლევის შედეგების დიდი ნაწილი: „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“; „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ (ანგარიშის როგორც ქართული, ისე რუსული ვერსია); „სამუსულმანო საქართველო“.

 

აქედან 1917 წლის ექსპედიციის მასალები დღემდე მხოლოდ ერთხელ იყო გამოცემული, 1907 წლის ექსპედიციის ანგარიში კი ორჯერვე ილუსტრაციების გარეშე დაიბეჭდა. 

ახალ გამოცემას ახლავს როგორც ილუსტრაციები, ისე გაერთიანებული საძიებლები. 

 

სერიის მთავარი რედაქტორი – როინ მეტრეველი
 რედაქტორი – ბუბა კუდავა.

სარედაქციო კოლეგია – ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, გოჩა საითიძე.

შესულია ასევე „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი (იმერეთი, გურია, ქართლი, კახეთი), ტიფლისი, 1907“.მოგზაურობა რაჭაში 1919 და 1920 წწ.“. სიძველეთმცოდნეობითი მასალები ძირითადად აღწერილობითი ხასიათისაა და საქართველოს არაერთ ისტორიულ რეგიონს მოიცავს: სამცხე, თრიალეთი, ქვემო ქართლი, გურია, კახეთი, იმერეთი...
ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებათა VIII ტომეულში შედის ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გამოცემული სერიის „საქართველოს სიძველენი“ პირველი და მეორე ტომები, სადაც წარმოდგენილია მეცნიერის მიერ შეკრებილი და შესწავლილი სიგელ-გუჯრები, ისტორიული წერილები და სხვა აქტები. ტომს დართული აქვს ქრონოლოგიური, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.

ასევე ნახეთ