გზამკვლევი, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა, სულ 8 ტომს აერთიანებს და მკითხველს საშუალება ექნება, კარდიოლოგიური და გულსისხლძარღვთა პრობლემების, დეპრესიის მნიშვნელობისა და 21-ესაუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურებული სხვა დაავადებების მოგვარების გზები, გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები, დიაგნოსტიკა და გამწვავების მართვა შეისწავლოს.
ამ სერიის თითოეული წიგნი არის პირველი ნაბიჯი იმის გასაგებად, თუ როგორ მიმდინარეობს ზრდასრულებში კონკრეტული დაავადებები და ზოგადად ავადმყოფობა, თუ როგორ შეგვიძლია მათი თავიდან აცილება. თქვენ აქ გაეცნობით ყველაზე გონივრულ რჩევებს ჰარვარდის სპეციალისტებისგან, თუ როგორ იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე და როგორ გაიუმჯობესოთ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობა. ასევე, როგორ ავიცილოთ თავიდან ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ჰიპერტენზია, მაღალიქოლესტერინი, სტრესი, მეხსიერების დაკარგვა. მთლიანად შინაარსი გაჯერებულია პრაქტიკული რჩევებით.