საქართველოს ინტერაქციული რუკა

საქართველოს ინტერაქციული რუკა

75.00

აღწერა

გაერთიანებული საქართველო თითოეულ ოჯახში - სწორედ ეს არის გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის „საქართველოს ინტერაქციული რუკის“ მთავარი იდეა. ეს არ იქნება რუკა მისი სტანდარტული გაგებით, რომელიც წიგნის თაროზე დაიკავებს ადგილს. მას სრულიად განსხვავებული სტრუქტურა და კონცეფცია აქვს.
"საქართველოს ინტერაქციული რუკა“ არის სამგანზომილებინი რუკა, რომელიც თავად უნდა ააწყოთ და მერე კედელზე  მიამაგროთ ან მაგიდაზე მოათავსოთ. ის არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული რუკის ანალოგი, თუმცა მისი თითოეული კუთხე პაზლია. პაზლებზე კი დატანილია ადმინისტრაციული ერთეულები, სოფლები, დაბები და კულტურული ძეგლები. ასევე, პაზლს თან ახლავს ფიგურების ნაკრები, რომლებიც შეგიძლიათ განათავსოთ ან დაამაგროთ. რუკა 12 ადმინისტრაციულ რეგიონად, შესაბამისად, 12 პაზლადაა დაყოფილი

საერთო ჯამში, რუკა 12 პაზლისა და 192 ტრადიციულ-კულტურული შინაარსის რუკაზე დასამაგრებელი ფიგურისგან შედგება. ერთ პაზლს 16 სიმბოლო მოჰყვება. 

  1. იმერეთი
  2. რაჭა-ლეჩხუმი
  3. შიდა ქართლი
  4. სამცხე-ჯავახეთი
  5. სამეგრელო
  6. სვანეთი
  7. გურია
  8. ქვემო ქართლი
  9. მცხეთა-მთიანეთი
  10. კახეთი
  11. აჭარა
  12. აფხაზეთი

ასევე ნახეთ