ტფილისი

ტფილისი

85.00

აღწერა

ამ წიგნის შექმნაზე წლები მუშაობდნენ  ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტი და ცნობილი ქართველი ტელე-რეჟისორი  ,არტ-პროდიუსერი , არაერთი ფონდის (,,არტექო“) დამფუძნებელი,  დალი უბილავა-დე გრააფი . მათი მიზანი იყო ფართო საზოგადოებას გაეცნო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე და ,ამავდროულად, განსაკუთრებული დატვირთვის მქონე ქალაქის-თბილისის ხასიათი.

წიგნში წარმოდგენილია თბილისის არქიტექტურულად საინტერესო შენობების ერთდროულად აღმოსავლური და დასავლური სტილი და ხასიათი , ფოტოამბავში ნახავთ ნეომავრიტანული სტილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, ბაროკოს სტილის რუსთაველის თეატრს, ნეოკლასიციზმის პრინციპებით აგებულ ოფიცერთა სასახლეს, ასევე აქ შეხვდებით ორიენტალისტური არქიტექტურის ელემენტებით გაფორმებულ თბილისის სამხატვრო აკადემიას , პოსტმოდერნისტული თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლეს, ქართული საეკლესიო ხურორთმოძღვრების ძეგლებს და სხვა ჩვენთვის ნაცნობ თუ უცნობ ფოტოსურათებს , რომლებიც უნიკალურ შედევრებად არის აღიარებული ფარგლებს გარეთ.

წიგნი არის ორენოვანი , წარმოდგენილია ქართულად და ინგლისურად , ეს არის საკოლექციო, სასაჩუქრე , უნიკალური გამოცემა ,რომლის ქონაც ნებისმიერი ადამიანისთვის დიდ განძს წარმოადგენს.

არსებული გამოცემა უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხის ნაშრომია, წარმოდგენილია სქელ, ფერად პრიალა გალაკულ ფურცლებზე , უნიკალური დასურათებით .

პროექტში კონცენტრირებულია ათობით ადამიანის ხელშეწყობა, მონდომება და დაუღალავი შრომა , რათა ეს უნიკალური წიგნი შექმნილიყო ჩვენი საზოგადოებისთვის. მუშაობდნენ , სარედაქციო ჯგუფი( მთავარი რედაქტორი-მაია ალუდაური , ტექსტის ავტორი-თამარ შაიშმელაშვილი, მთარგმნელი-ია ბახტაძე , რედაქტორები: ეკატერინე მაჩიტიძე, როს’ოკონელი , დოროთი უედერბურნი , გარეკანის დიზაინერი :ორელიენ ვილეტი და ა.შ)

წიგნში გამოყენებული ინფორმაციის ყველა უფლება დაცულია , წინამდებარე გამოცემის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იყოს გამოყენებული ან გადატანილი სხვა წიგნებში ან ინტერნეტ სივრცეში , ეს არის ექსკლუზიური მასალები , რომელთა ხილვაც მხოლოდ ამ წიგნის მეშუეობით შეგიძლიათ .

ასევე ნახეთ