ჩემი რჩეული

ბულგაკოვისა და ჩეხოვის 6 ტომეული ფასდაკლებით

48.00

აღწერა

ძაღლის გული
მიხაილ ბულგაკოვმა „ძაღლის გული“ 1925 წელს დაწერა, თუმცა საბჭოთა კავშირში
ოფიციალურად 1987 წლამდე არ გამოქვეყნებულა.მრავალთა აზრით, წიგნი
წარმოადგენდა პოლიტიკურ სატირას, ხოლო მისი პერსონაჟების პროტოტიპებად
მოიაზრებოდნენ სტალინი (შარიკოვ-ჩუგუნკინი - ორივეს მეორე გვარი რკინიდან
მომდინარეობს), ლენინი (პროფესორი პრეობრაჟენსკი - რომელმაც შეცვალა ქვეყანა - რუს.
преобразить), ტროცკი (ნამდვილი გვარი ბრონშტეინი - პროფესორის ასისტენტი დოქტორი
ბორმენტალი, რომელიც მუდმივ კონფლიქტშია შარიკოვთან), ზინოვიევი (ასისტენტი
ზინა) და ა.შ.
პროფესორი პრეობრაჟენსკი ატარებს უპრეცენდენტო ექსპერიმენტს - ძაღლს უნერგავს
ადამიანის ორგანოებს. საბოლოოდ, პროფესორს ოპერაციის შედეგები სანანებელი
გაუხდება

თეთრი გვარდია
რუსული მწერლობის უთვალსაჩინოესი ფიგურის მიხაილ ბულგაკოვის (1891-1940)
რომანში თეთრი გვარდია, მოქმედება ვითარდება 1918 წელს უკრაინაში, სამოქალაქო
ომის პერიოდში. უკრაინის გასაბჭოების სისხლიანი მოვლენების ფონზე ასახულია
საშუალო ფენის განათლებული უკრაინელების ცხოვრებაში დრამატული გარდატეხის
სურათები.
განსვენებულის ჩანაწერები
„განსვენებულის ჩანაწერები”(„თეატრალური რომანი”) ბულგაკოვის დაუსრულებელი
რომანია. ნაწარმოები პირველად 1965 წელს ჟურნალში -„ნოვი მირ”(„ახალი სამყარო”)
გამოქვეყნდა. ბულგაკოვის მეუღლის, ელენა სერგეევნა შილოვსკაიას დღიურშიც
თხზულება სწორედ ამ დასახელებითაა ნახსენები, თუმცა ლიტერატურული წრეების
წარმომადგენელთა საყოველთაო აზრით, რომანის მეორე სახელწოდებას უპირატესობა
საბჭოთა კონიუნქტურის გამო მიანიჭეს. ბულგაკოვი არასოდეს უჭერდა მხარს
ბოლშევიკურ რევოლუციას. ბევრ თავის ლიტერატურულ ნაშრომში მძაფრი სატირის
გამოყენებით დასცინოდა და აკრიტიკებდა არსებულ საბჭოთა რეჟიმს. ამიტომ საბჭოთა
კავშირში 1930-იანი წლებიდან მისი ნაწარმოებების უმრავლესობა აიკრძალა, ან
სულაც გამოუქვეყვებელი დარჩა ათწლეულების მანძილზე. წიგნში შესულია რომანი:
„განსვენებულის ჩანაწერები” („თეატრალური რომანი ”), „ბატონი დე მოლიერის
ცხოვრება”.

გამოჩენილი რუსი კლასიკოსი მწერლის შემოქმედება 900-მდე სხვადასხვა ჟანრის
ნაწარმოებს მოიცავს და მსოფლიოს ხალხთა 100 ენაზეა თარგმნილი. მისი
თხზულებებიდან, სამტომეულში რჩეულ მოთხრობებს მოვუყარეთ თავი, მათ შორის
ქართულ ენაზე პირველად ნათარგმნს „ჩემი ცხოვრება“. თითოეულ ტომში ჩეხოვის
თითო პიესასაც იხილავთ.
1 ტომი - ქალი, რომელსაც ფინია ყავს - მოთხრობები
თოლია - პიესა
2 ტომი - არიადნა - მოთხრობები
ალუბლის ბაღი - პიესა
3 ტომი - ადამიანი ფუტლარში - მოთხრობები
ივანოვი - პიესა

ასევე ნახეთ