გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი.
„ქვეყნები, ისევე როგორც ქალები, სჯობს ახალგაღვიძებულზე ნახო“ – წერს ერთგან მარკესი და ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყოფნისას მუდმივად ცდილობს, ოფიციალური პროტოკოლით დადგენილ მარშრუტებს გაექცეს და უბრალო ადამიანებს გამოელაპარაკოს – პირადად მათგან და მათი ცხოვრების წესზე დაკვირვებით გაიცნოს უკეთ რკინის ფარდის მიღმა არსებული სამყარო.