კომპლექტი საქართველოს დიდი მეფეები

დიდი მეფეები , საქართველოს საოცრებანი , საქართველოს დიდი ბრძოლები

56.00

აღწერა

დიდი ქართველი მეფეები

წიგნი მოგვითხრობს ერთიანი საქართველოს მეფეთა ისტორიაზე, მათ მიერ გაკეთებულ საქვეყნო საქმეებზე, რომლებიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. ტექსტები მარტივი ენითაა დაწერილი და ილუსტრირებულია.

საქართველოს დიდი ბრძოლები

პროფესორმა ჯაბა სამუშიამ ამ წიგნში შეიტანა მხოლოდ ცნობილი და მასშტაბური ბრძოლები, რომლებშიც განსაკუთრებით ჩანს მთავარსარდლობის სამხედრო ნიჭი, ქართველი მეომრის შემართება და თავდადაება, რასაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის უამრავი ილუსტრაცია და დოკუმენტური მასალა. წიგნი საინტერესოა იმითაც, რომ მასში შეტანილია სასირეთის, ბასიანის, შამქორისა და გარნისის ავტორის მიერ ლოკალიზებული ბრძოლები.

საქართველოს საოცრებანი

ამ წიგნით გეძლევათ შესაძლებლობა თვალი მიადევნოთ ყველაფერ იმას, რითაც საქართველო საუკუნეების მანძილზე მსოფლიო ასპარეზზე იმკვიდრებდა ადგილს და, რითაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია იამაყოს ბუნების მრავალსახეობით დაწყებული, ხელოვნების უნიკალური შედევრებით დამთავრებული: რა იყო ცეცხლოვანი ჯვარი? რატომაა საქართველო მსოფლიოს ცოცხალი მუზეუმი? რა არის ქართული საეკლესიო ზარის საიდუმლო? როგორ და რისთვის აშენებდა ქართველობა ეკლესია-მონასტრებს საზღვარგარეთ და სხვა.

ასევე ნახეთ