ისაბელ ალიენდე სულების სახლი

ისაბელ ალიენდე სულების სახლი

22.90

აღწერა

„სულების სახლი“ ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი ქალის, უამრავი საპატიო პრემიის ლაურეატის, ისაბელ ალიენდეს პირველი რომანია. ნაწარმოებმა ავტორს გამოცემისთანავე უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა. „სულების სახლი“ დღეისათვის მსოფლიოს 37 ენაზეა თარგმნილი და ათობით მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

რომანში მოქმედება ესტებან ტრუებას ოჯახის არაერთგვაროვანი, აჩრდილებისა და ზებუნებრივი ნიჭის მქონე ოთხი თაობის ადამიანების ცხოვრების ფონზე ვითარდება, თუმცა, მწერალმა მოახერხა, ერთი გვარის საუკუნოვან საგაში ლათინოამერიკული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი მაგიური რეალიზმი ისტორიული სინამდვილითაც გაეჯერებინა და მოეთხრო იმ სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც მის სამშობლოს, ჩილეს, მე-20 საუკუნეში დაატყდა თავს

ასევე ნახეთ