დათო ტურაშვილი-ჯინსების თაობა

დათო ტურაშვილი-ჯინსების თაობა

7.90

აღწერა

ათო ტურაშვილი დაიბადა 1966 წელს. პირველი ნაწარმოები 1991 წელს გამოაქვეყნა და ამჟამად ათზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული. მათ შორის რამდენიმე ბესტსელერია. ავტორის წიგნები ნათარგმნია მრავალ ენაზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც  მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო.

ასევე ნახეთ