მოგეხსენებათ ტაო-კლარჯეთი ერთი ამოუწურავი სამყაროა , ეს წიგნი ნებისმიერ მკითხველს ეხმარება გაეცნოს და შეიცნოს ეს ულამაზესი ნაგებობები , ტაძრები თუ ძეგლები, რომლებიც ტაო-კლარჯეთში გვხვდება .
ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე უკანასკნელი მონაცემებით 700 ეკლესიაა , რომლის უმრავლესობასაც წიგნში იხილავთ , ეს არის ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი ეკლესიები, ნანგრევები ,ძეგლები , რომლებიც ფიზიკურად სხვა წიგნებში არ იყო გამოყენებული.
არსებული გამოცემა გამოირჩევა უნიკალური დასურათებით, წიგნში გამოყენებულია უამრავი ფერადი ილუსტრაციები, რაც დაგეხმარებათ უკეთესად აღიქვათ სხვადასხვა ფაქტები. ეს არის ალბომის ტიპის გასაოცარი ნამუშევარი