თბილისი

თბილისი

39.90

აღწერა

დაგვემატა ნებისმიერი ქართველისთვის თუ უცხოელისთვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კიდევ ერთი უნიკალური წიგნი , ფოტოალბომი სახელწოდებით ,,თბილისი“

ფოტოალბომში ასახულია ,როგორი გავლენა იქონია ქალაქის განვითარებაზე გეოგრაფიულმა თუ ისტორიულმა ფაქტორმა, რა კვალი დატოვა მის არქიტექტურაზე განსხვავებულმა კულტურებმა და როგორ იცვლებოდა თბილისის ლანდშაფტი ისტორიასთან ეთად.

წიგნში თავმოყილია სხვადასხვა სტილის ნაგებობების, მოედნებისა და სკვერების ვიწრო ქუჩებისა და თბილისური ეზოების ფოტოები , ასევე აქ შეხვდებით უძველეს და ულამაზეს ჩუქურთმებიანი ხის აივნებისა და მოხატული სადარბაზოების შთამბეჭდავ ფოტოებს .

უმაღლესი პოლიგრაფიული ნაშრომია , წიგნი შედგება პრიალა, გალაკული ფურცლებით, რომელიც წარმოდგენილია უნიკალური დასურათებით.

რაც ყველაზე მთავარია არსებული გამოცემა არის ორენოვანი . ტექსტები მოცემულია ქართულად და ინგისურად, შესაბამისად აღნიშნული გამოცემა არა მარტო ქართველი მკითხველისთვის არამედ უცხოელისთვისაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდება.

აქ შეხვდებით დავით სარაჯიშვილის სახლს სადაც დართულია ინტერიერში გამოყენებული დეტალები,  ნახავთ ჩვენთვის ნაცნობ თუ უცნობ ულამაზეს შენობებს,  და შეისწავლით თბილისის ყველა ქუჩას თუ ნაგებობას

ასევე ნახეთ