მეფეების და ომების ისტორია

ქართველი მეფეები და ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია-ომების ისტორია

79.90

აღწერა

,,ქართველი მეფეები-მოცემული წიგნის ქრონოლოგიური ჩარჩო უძველესი პერიოდის პირველი ქართული სახელმწიფოებიდან იწყება და XlX საუკუნით მთავრდება, როდესაც რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები გააუქმა .

წიგნში მოთხრობილია საქართველოს ისტორიის ყველა მნიშვნელოვან მეფეზე  და ზოგადადაა წარმოდგენილი მათ მეფობას შორის არსებული პერიოდი , რაც აადვილებს თითოეული მეფის მოღვაწეობის უკეთ აღქმას.

,,ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია-ომების ისტორია’’- წიგნი მოიცავს ანტიკური ხანიდან გვიანი შუა საუკუნეებამდე ( კრწანისის ბრძოლის ჩავლით) არსებულ ყველა ომის შესახებ ინფორმაციას , ასევე აქ  გაეცნობით თუ რა სტრატეგიას იყენებდნენ ანტიკურ გვიანანტიკურ შუა საუკუნეეებში მეფეები ომის მოსაგებად, შესულია ყველა ომის შესახებ ინფორმაცია ,  რაც გამოვიარეთ ქართველებმა. გამოცემაში ისტორიულ წყაროებზე, არქეოლოგიურ მასალებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით განხილულია ქართული სამხედრო ხელოვნების  ისტორია ანტიკური ხანიდან მოყოლებული XVlll საუკუნის ბოლომდე. თითოეული ეპოქის სამხედრო საქმის , შეიარაღების, ტაქტიკის განხილვის შესახებ , მოცემულია ამა თუ იმ პერიოდის მნიშვნელოვანი ბროლები .

ეს არის  კომპლექტი რომელიც ნებისმიერი ქართველის ოჯახში უნდა იყოს , საუბარია საკოლექციო სამაგიდო წიგნებზე , რომელიც გამოადგებათ სკოლის მოსწავლეებსაც სტუდენტებსაც და ნებისმიერ ადამიანს,  ვისაც საკუთარი ისტორია აინტერესებს.

არსებული გამოცემა უმაღლესი პოლიგრაფიური ხარისხის ნაშრომია , წარმოდგენილია სქელ , პრიალა,  გალაკულ ფურცლებზე,  უნიკალური დასურათებით.

წიგნებში შეხვდებით ულამაზეს ილუსტრაციებს, აქ ნახავთ პიტიახშის დროს გამოყენებულ სატევრის ქარქაშს, ქრისტოფოო დე კასტელის ნახატს და ბევრ ჩვენთვის ნაცნობ თუ უცნობ ფოტოსურათს , რაც მთავარია ფოტოსურათები არის ფერადი.

 

არსებულ გამოცემაში გამოყენებული მასალები აღებულია საქართველოს ეროვნული მოუზეუმებიდან, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან და საქართველოს თეატრის, მუსიკის კინოსა და ქოეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმებიდან.

ასევე ნახეთ