ვეფხისტყაოსანი , ბეგთაბეგისეული

ვეფხისტყაოსანი , ბეგთაბეგისეული

250.00

აღწერა

ვეფხიოსტყაოსნის ეს ხელნაწერი 1680 წელს არის გადაწერილი ქართლის მეფე გიორგი 11 ის ბრძანებით, მისი მდივნის-ბეგთაბეგ თანიაშვილის მიერ. სწორედ აქედან მომდინარეობს ამ ხელნაწერის პირობითი სახელწოდება-„ბეგთაბეგისეული“.

თითოეულ გვერდს შემოვლებული აქვს სტილიზებული, ოქროთი დაფერილი ორნამენტი, რომელიც ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებებითაა გამდიდრებული. საყურადღებოა ისიც, რომ მისი ყველა გვერდი უნიკალურია, რადგან 523 გვერდზე არც ერთი ორნამენტი არ მეორდება.

საინტერესოა თვით ხელნაწერის თავგადასდავალიც. საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდში შექმნილმა ამ ხელნაწერმა, სავარაუდოდ, გიორგი 11 ის ძმისწულ, ვახტანგ მეექვსესთან ერთად იმოგზაურა რუსეთში, შემდეგ კი, ჩოლოყაშვილთა საგვარეულოს წარმომადგენელთა წყალობით, კვლავ საქართველოს დაუბრუნდა.


მე-20-ე საუკუნეში ხელნაწერის ბედი დიდ ქართველ მამულიშვილს-ექვთიმე თაყაიშვილს დაუკავშირდა. მან დიდი ძალისხმევით მოახერხა, ხელნაწერი თავისი ქვეყნისათვის შეენარჩუნებინა.

 ამ გამოცემით არამარტო გამომცემლობა „ბაკმი“ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, არამედ, თვით ქართველი ხალხი მიაგებს პატივს შოთა რუსთაველსა და ვეფხისტყაოსანს.


ხელნაწერი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.


წიგნი არის ლიმიტირებული გამოცემა

წიგნის ყდა არის ლურჯ ტყავში მოთავსებული , გრავირებულია ქართული ოქროს ორნამენტებით, და თავად ოქროში განთავსებულია გიშერი.

ასევე ნახეთ