კომპლექტი გრიგოლ ფერაძე(იერიქონის ვარდები) და პატრიარქის საგალობლები (დისკი)

კომპლექტი გრიგოლ ფერაძე და პატრიარქის საგალობლები

39.00

აღწერა

გამოიცა წიგნი და დისკი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის საერთაშორის საქველმოქმედო ფონდის მიერ.

მოცემულ დისკში წარმოდგენილია სრულიად საქართვევლოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მუსიკალური შემოქმედება 14 გასაოცარი საგალობელი.

მათ შორის აღსანიშნავია ბოლო დროს შექმნილი ave maria და ‘სანქტუსი“ რომელთა პრემიერა შედგა საერთაშორისო ფესტივალზე ‘’აღდგომიდან ამაღლებამდე’’.

დისკი მოთავსებულია უმაღლეს პოლიგრაფიულ მუყაოს ყუთში და მოყვება ფერადი ილუსტრირებული , ორენოვანი ბროშურა, სადაც აღწერილია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლი საეკლესიო ხელოვნების აღორძინებასა და განახლებაში 

ამ წიგნში შესულია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, მეორე მსოფლიო ომის დროს მოწამეობრივად აღსრულებული და ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ეროვნული გმირი ბერი გრიგოლ ფერაძე და მის  მიერ შექმნილ სრულიად უნიკალურ დღიურში "იერიქონის ვარდები" აღწერილია წმინდა მამის მოგზაურობის შთამბეჭდავი ისტორია დღემდე უცნობი ქართული ღირსშესანიშნაობებისა და სიწმინდეების შესახებ ისრაელში, სირიასა და პალესტინაში   ეს წიგნი 1936 წელს დაიწერა, თუმცა 1942 წელს გრიგოლ ფერაძის  მოწამეობრივი სიკვდილის შემეგ, იგი დაკარგულად ითვლებოდა. 

წიგნის გარეკანი და დღიურში მოთავსებული ფოტოები აღებულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან. გარეკანზე მოთავსებულია ფოტო გრიგოლ ფერაძე კელნში 1925 წ.და ასევე გრიგოლ ფერაძის  ბარათი დედას 1927 წ.

ასევე ნახეთ