ვაჟა ფშაველა-,,ვლაპარაკობდი ღმერთთან’’ .
წიგნში შესულია მისი სრული შემოქმედება, მაგ : არაგვს, ხევზედ მიდიან ნისლები, ღამე მთაში, გლეხის სიმღერა, ვაჟა ილიას მკველობაზე, დიდი თამარი, სტუმარ-მასპინძელი, ჩემი ვედრება, სოფლისა წესი ასეა , ერეკლეს სიზმარი და ა.შ ) ასევე აქ გაეცნობით თუ რას წერდნენ ვაჟა ფშაველაზე დიდებული ადამიანები, როგორებიც იყვნენ , ილია ჭავჭავაძე და გრიგოლ რობაქიძე , ნახავთ ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებს, გიორგი ლეონიძისა და ლადო ასათიანის ლექსებს ვაჟაზე . წიგნი გაფორმებულია ძალიან ლამაზი ფერადი ილუსტრაციებით, წარმოდგენილია პრიალა გალაკურ ფურცლებზე და მოყვება დამცავი გარეკანი.
ლადო ასათიანი-მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად.
წიგნში შესულია ლადო ასათიანის სრული შემოქმედება - ჩემი სამშობლო,, გიმზერ და მჯერა, წარწერა სურათზე , წისქვილი, სასაფლაო, ქართლის გზაზე , ბასიანის ბრძოლა და მისი 60მდე ნაშრომი გაერთიანებულია ერთ წიგნში. წიგნის ბოლოს შეხვდებით ლადო ასათიანის ცხოვრების ამსახველ ფერად ილუსტრაციებს , მაგალითად : აქ ნახავთ ლადოს მეუღლესთან-ანიკო ვაჩნაძესთან ერთად , ასევე იხილავთ მისი ბავშვობის ფოტოებს და მამის, მელქისედეკ ასათიანის ფოტოსურათს .
წიგნი დატვირთულია ფერადი ილუსტრაციებით. წარმოდგენილია პრიალა გალაკურ ფურცლებზე, მოყვება დამცავი გარეკანი .