ბიბლია ბავშვებისთვის-წიგნი ჩემი ნათლულისთვის

ბიბლია ბავშვებისთვის-წიგნი ჩემი ნათლულისთვის

50.00

აღწერა

საქართველოში განხორციელდა უნიკალური პროექტი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II – ის ლოცვა-კურთხევით გამოიცა წიგნი სახელწოდებით ბიბლია ბავშვებისთვის (წიგნი ჩემი ნათლულისთვის).

წიგნში შესულია ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, საქართველოს გაქრისტიანება და ასევე საყოველდღეო ლოცვები, რა თქმა უნდა პატარებისთვის გასაგებ ენაზე, რათა ყოველმა შვილმა, შვილიშვილმა, ნათლულმა თუ თუნდაც ნებისმიერმა პატარამ  შეძლოს სრულად აღიქვას ის სიწმინდეები, რაც ყოველმა ქრისტიანმა უნდა შეასრულოს. ასევე გაიგოს, თუ როგორ გაქრისტიანდა ჩვენი ქვეყანა და რა ძალისხმევა დაჭირდა ჩვენს წინაპრებს, რომ დღეს ქრისტეს მიმდევრები ვართ.

 წიგნი გაფორმებულია ულამაზესი და ძალიან იშვიათი მინიატურებით, რომლებიც გამორჩეულ სულიერ და მხატვრულ ძელს წარმოადგენს ნებისმიერი ქართველისათვის. შესულია : გელათის ოთხთავის, ჯრუჭის ფსალმუნის და ყანჩაეთის გულანის მინიატურებით
            ასევე ეს გამოცემა ილუსტრირებულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სხვადასხვა უნიკალური ხელნაწერებით.

ყოველ წიგნს პირველ გვერდზე თან ერთვის პატრიარქის დალოცვა, მეორე გვერდი კი გამოყოფილია იმ ადამიანისთვის, ვინც სასაჩუქრედ შეიძენს ამ წიგნს, რათა მისი სურვილები მიაწეროს.ყოველ წიგნს აქვს პატრიარქის ხელმოწერა.

ასევე ნახეთ