ალექსანდრე დიუმას კომპლექტი 8 წიგნი

დედოფალი მარგო 2 ტომი , ვიკონტე დე ბრაჟელონი 6 ტომი

48.00

აღწერა

პალიტრა ელის გამომცემლობის ალექსანდრე დიუმას ეს კომპლექტი მოიცავს 2 ნაწარმოებს:

დედოფალი მარგო (ორ ტომად) -  ისტორიული ჟანრის რომანი, რომელიც გამოსცა 1845 წელს.

რომანი ჰენრიხ ნავარელის სიჭაბუკის პერიოდს ეხება, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იგი მოიცავს მხოლოდ ორ წელს, იწყება ნავარის მეფის, ანტუან ბურბონის ვაჟის, ჰენრიხ ნავარელისა და საფრანგეთის მეფის, კარლოს IX-ის დის, მარგარიტა ვალუას ქორწინებით (1572 წლის 18 აგვისტო) და მთავრდება კარლოს IX-ის სიკვდილით (1574 წლის 31 მაისი). ეს არის საფრანგეთის ისტორიაში უაღრესად დაძაბული პოლიტიკური პერიოდი - კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის რელიგიური ომების მეორე პერიოდი, რომელიც ხასიათდება უდიდესი სიმწვავით და გამოხატულებას პოულობს ბართლომეს ღამის ცნობილ ტრაგედიაში, რაც რომანის ამოსავალი წერტილია.

ვიკონტი დე ბრაჟელონი (6 ტომად) - ეს არის დ'არტანიანის ამბის მესამე და საბოლოო გაგრძელება წიგნებისა "სამი მუშკეტერი" და "ოცი წლის შემდეგ". იგი პირველად 1847–1850 წლებში გამოჩნდა.

ამჯერად სიუჟეტი ეხება დ'არტანიანს გულითადი მეგობრის, ათოსის შვილობილ ვიკონტ დე ბრაჟელონსა და მისი სიყვარულის ისტორიას.

ასევე ნახეთ