ჰაგიოგრაფიის ანთოლოგია

ჰაგიოგრაფიის ანთოლოგია

50.00

აღწერა

გამომცემლობა ,, ეტ სეტერა“ მუშაობს იშვიათ და საკოლექციო წიგნებზე, ამ ეტაპზე გამოსცა ნებისმიერი ქართველისთვის უნიკალური წიგნი სახელწოდებით ,,ჰაგიოგრაფიის ანთოლოგია“

            პირველად საქართველოს ისტორიაში გამოიცა  ანთოლოგიის  სრული ილუსტრირებული  ვერსია, რომელიც ამ დრომდე არ გამოცემულა 

ჰაგიოგრაფიის ანთოლოგია აერთიანებს 15 ტექსტს, სადაც ერთი ნაწილი წმინდანების მოწამეობრივ გზაზე, ხოლო მეორე- წმინდანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც პრაქტიკულად ქრისტიანული კულტურის გავრცელების ამბავს გულისხმობს.

წიგნში წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვანი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლის ორიგინალური ვერსია, რაც ამ ტექსტების შექმნის პერიოდის სულის შენარჩუნებას და ეპოქის ავთენტურობის გაცოცხლებას ითვალისწინებს.   

რაც ყველაზე მთავარია თითოეულ თხზულებას ერთვის შესაბამისი კანონიკური ხატის/ფრესკის უნიკალური   ფერადი ილუსტრაციები რომლის სრული ვერსია პირველად არის გამოყენებული ამ წიგნში.

ასევე გამოყენებულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ  ცენტრში დაცული უნიკალური მასალები რაც კიდევ უფრო ძვირფას ხდის არსებულ გამოცემას.

წიგნი არის ლიმიტირებული,. სულ დაიბეჭდა 500 ეგზემპლარი და სამწუხაროდ მეტის გამოცემა აღარ იგეგმება

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს , არის უმაღლესი პოლიგრაფიური ნაშრომი , პრიალა გალაკური ფურცლებით . წიგნი მოთავსებულია ყავისფერ ტყავში, რომელიც  გრავირებულია ქართული ორნამენტებით .

 

ასევე ნახეთ